რა ელის TikTok-ს – აშშ-ს და ჩინეთს შეთანხმების ჩარჩო აქვთ
ამერიკისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მიღწეულია საწყისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე კონტროლი ამერიკულ კომპანიას გადაეცემა. როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ პოპულარული სოციალური ქსელის მონაცემები და ალგორითმები აღარ იყოს ჩინეთის გავლენის ქვეშ და მოხდეს მისი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ნორმებთანვრცლად
Nvidia და Intel აპირებენ AMD შეჭმონ
Nvidia-მ და Intel-მა 5 მილიარდ დოლარიანი გარიგება დადეს და ამ შეთანხმებით, ისინი აპირებენ კონკურენციაში დაწინაურებული AMD შეჭამონ. შეთანხმების მიხედვით, Intel დაიწყებს სპეციალური x86 პროცესორების წარმოებას, რომლებიც Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემებში იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, იგეგმება ახალი ჩიპების გამოშვება პერსონალური კომპიუტერებისთვისაც, სადაც Intel-ის CPU და Nvidia-ს RTX გრაფიკული მოდული ერთიან „სუპერ-ჩიპად“ვრცლად
Meta-ს ახალი Ray-Ban Display სათვალე
Meta-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი Ray-Ban Display ჭკვიანი სათვალე, ჩაშენებული დისფლეით (ეკრანით) და დამატებით ხელის ჟესტებით კონტროლის საშუალებით. ეკრანი მოთავსებულია სათვალის ერთ ლინზაში ისე, რომ თვალს არ ფარავს და არ ხედვას არ ზღუდავს. სათვალით შეგიძლიათ ფოტოებისა და ვიდეოების დათვალიერება, შეტყობინებების ნახვა, მუსიკის მოსმენა, თარგმნა, ნავიგაციის გამოყენება და ჩანაწერების გაზიარება ისე, რომვრცლად
MADONNA ახალი ალბომით ბრუნდება
მადონა “სახლში” ბრუნდება: Warner Records-თან შეთანხმება მზად არის და ახალი ალბომი 2026 წელს გამოვა. პოპის დედოფალი, ოფიციალურად დაუბრუნდა ლეიბლს Warner Records, რომელიც მისი კარიერის ზენიტში მისი მუსიკალური სახლი იყო და რომელმაც ხელი შეუწყო მის თავბრუდამხვევ წარმატებას მსოფლიო პოპ სცენაზე. მადონამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა და დაწერა: 2 დეკადის შემდეგვრცლად
Cardi B ახალი ალბომით „Am I the Drama?“
2025 წლის 19 სექტემბერს, ამერიკელი რეპერის, Cardi B-ს მეორე სტუდიური ალბომი “Am I the Drama?” გამოვა. სადებიუტო დისკის Invasion of Privacy-ის შემდეგ, ანუ 2018 წლიდან, უკვე 7 წელია Cardi B-ს ახალი ალბომი აღარ გამოუშვია. ცნობილია, რომ ალბომზე მუშაობა რეპ შემსრულებელმა 2019 წლიდან დაიწყო. კოლაბორაციების სახით, ახალი ალბომი გააერთიანებს ისეთ ცნობილვრცლად
ჯიმი კიმელის გადაცემა განუსაზღვრელი დროით გააჩერეს
ამერიკულმა ტელეკომპანია ABC-მ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა გადაცემა Jimmy Kimmel Live! მას შემდეგ, რაც მას რაც გადაცემის ცნობილმა წამყვანმა, ჯიმი კიმელმა, გააკეთა კრიტიკული კომენტარები კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით. კიმელის მონოლოგში გაჟღერდა აზრი, რომ მოძრაობა „MAGA“ (აშშ-ში ცნობილი, როგორც კონსერვატორების მოძრაობა) ცდილობს პოლიტიკური სარგებელი მიიღოს ჩარლი კირკის მკვლელობით გამოწვეული რეაქციებისგან.ვრცლად
Apple-ის ახალი ეპოქა: iPhone 17, iPhone Air და iOS 26
სექტემბერი ტრადიციულად ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვეა – სწორედ ამ დროს გვაჩვენებს Apple თავისი ახალი პროდუქტების ხაზს. წლევანდელი პრეზენტაცია არ იყო გამონაკლისი: კომპანიის მთავარი სიურპრიზი გახდა iPhone 17 სერია და სრულიად ახალი კატეგორიის, ყველაზე თხელი სმარტფონი – iPhone Air. iPhone 17: უფრო ძლიერი და განახლებული დიზაინი Apple-მა წარმოგვიდგინა iPhoneვრცლად
“ჰარი პოტერის” მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორი გარდაიცვალა
“ჰარი პოტერის” მესამედან მერვე ფილმამდე – ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორი, ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი, ირლანდიელი მსახიობი სერ მაიკლ გემბონი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის სახელით მაიკლ გემბონის წარმომადგენელმა კლერ დობსიმ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა და სიცოცხლის ბოლო წუთები მან ოჯახის წევრებისვრცლად
ადამიანისთვის ღორის გულის გადანერგვის მეორე ოპერაცია წარმატებით დასრულდა
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა, ადამიანისთვის ღორის ორგანოს გადანერგვის მეორე ოპერაცია ჩაატარეს. 58 წლის კაცი მეორე პაციენტია, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ექსპერიმენტული ტრანსპლანტაციის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი მალე დაიღუპებოდა. ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება და მას ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია. მხოლოდვრცლად
ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები დედამიწაზეა
აშშ-ში, იუტის შტატის უდაბნოში 24 სექტემბერს, თბილისის დროით 18:52 საათზე კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული.აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ საკვლევი მასალა მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მოიპოვა. NASA-ს აქამდე მსგავსი მისია არ შეუსრულებია, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. სინჯები ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში უნდა გადაიტანო, სადაც სპეციალური შენობაა აგებული. ასტეროიდის გრუნტისვრცლად