“ჰარი პოტერის” მესამედან მერვე ფილმამდე – ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორი, ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი, ირლანდიელი მსახიობი სერ მაიკლ გემბონი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის სახელით მაიკლ გემბონის წარმომადგენელმა კლერ დობსიმ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა და სიცოცხლის ბოლო წუთები მან ოჯახის წევრებისვრცლად

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა, ადამიანისთვის ღორის ორგანოს გადანერგვის მეორე ოპერაცია ჩაატარეს. 58 წლის კაცი მეორე პაციენტია, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ექსპერიმენტული ტრანსპლანტაციის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი მალე დაიღუპებოდა. ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება და მას ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია. მხოლოდვრცლად

აშშ-ში, იუტის შტატის უდაბნოში 24 სექტემბერს, თბილისის დროით 18:52 საათზე კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული.აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ საკვლევი მასალა მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მოიპოვა. NASA-ს აქამდე მსგავსი მისია არ შეუსრულებია, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. სინჯები ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში უნდა გადაიტანო, სადაც სპეციალური შენობაა აგებული. ასტეროიდის გრუნტისვრცლად

ცნობილია, რომ ალმასი ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპული ფორმაა. თუმცა, ნახშირბადის ალმასად გადაქცევა არც ისე ადვილია. ამას დასჭირდება 40 ატმოსფეროს წნევა, 1000-1500 გრადუსი ტემპერატურა და დიდი დრო, რამდენიმე მილიარდ წლამდე. ასე ჩნდება ბრილიანტები ჩვენი პლანეტის სიღრმეში. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვეულებრივ თეთრ ბრილიანტებზე. ვარდისფერი ქვების გაჩენა კიდევ უფრო რთული პროცესია, რომელიც მოითხოვსვრცლად

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ლერი აბულაძემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია. აღსანიშნავია, რომ აბულაძე კარიერაში მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და დღეს პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა, ორი დღის წინ ნუგზარვრცლად

მეცნიერები ბრაზილიური მოხეტიალე ობობას შხამის სამედიცინო მიზნით გამოყენებას გეგმავენ. ბრაზილიური მოხეტიალე ობობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ბანანის ობობა” (Phoneutria nigriventer), მსოფლიოში ყველაზე შხამიან ობობად ითვლება. ობობას ნაკბენი იწვევს ბევრ უსიამოვნო და სიცოცხლისათვის საშიშ სიმპტომებს, როგორიცაა მაღალი წნევა, კრუნჩხვები, მუცლის გვრემა, გულისრევა და ა.შ. გარდა ამისა, მამაკაცებში შხამი იწვევს ხანგრძლივ დავრცლად

წლების განმავლობაში Google ეფლს მოუწოდებდა, მესიჯებისთვის Rich Communication Services (RCS) პროტოკოლი მიეღო, რომელიც ანდროიდსა და iOS სისტემებს შორის უკეთეს კომუნიკაციასა და გაუმჯობესებულ დაშიფვრას, ასევე, უფრო მაღალი გარჩევადობის ვიზუალურ კომუნიკაციას გულისხმობს. თუმცა Apple უარს ამბობს RCS ტექნოლოგიაზე და iPhone-ისა და ანდროიდ სმარტფონების მომხმარებლები ერთმანეთს კვლავ სტანდარტული მესიჯებით უკავშირდებიან. ცხადია ამას გუგლივრცლად

საქართველოში, დაახლოებით 08:00 საათისთვის, მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი თბილისიდან 6 კმ-ში, სოფელ ნორიოდან – 2 კმ-ში მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.ვრცლად

აშშ-ში, კერძოდ ჩრდილოეთ კაროლინაში, კაცი საკუთარი ავტომობილით ხიდიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ გუგლის რუკამ კაცს არასწორი კოორდინატები მიაწოდა, რის შედეგადაც ის საკუთარი ჯიპით დაზიანებულ ხიდზე მოხვდა, ხიდი ჩამოინგრა და მძღოლი მდინარეში დაიხრჩო. გარდაცვლილი კაცის ოჯახი Google-ს უჩივის და აცხადებს, რომ მონაცემების განახლების შემთხვევაში, ტრაგედია არვრცლად

სერიალ ეიფორიის ვარსკვლავის, 25 წლის ანგუს კლაუდის გარდაცვალების მიზეზი 2 თვის შემდეგ გახდა ცნობილი. ოფიციალური წყაროები, მსახიობის გარდაცვალების მიზეზად, ნარკოტიკული ნივთიერებებით შემთხვევით ზედოზირებას ასახელებენ. ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. ანგუს კლაუდი 2023 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, მსახიობს მამა გარდაეცვალა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ,ვრცლად