ზელანდიელი ლესლი ჰარისი მსოფლიოში უხუცესი მოტომრბოლელი გახდა – ის გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.
ჰარისმა ოკლენდში გამართულ მოტომრბოლელების ყოველწლიურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ეს მის 98-ე დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა.
ჰარისსთან ერთად შეჯიბრში მისი 64 წლის ვაჟი და 21 წლის შვილიშვილი მონაწილეობდნენ. ლესლიმ ფინიშის ხაზს თავისი ოჯახის წევრებზე ადრე მიაღწია, მისმა შვილიშვილმა 21-ე ადგილი დაიკავა, შვილმა მე-8, ლესლიმ კი მე-4.