სერიალ ეიფორიის ვარსკვლავის, 25 წლის ანგუს კლაუდის გარდაცვალების მიზეზი 2 თვის შემდეგ გახდა ცნობილი. ოფიციალური წყაროები, მსახიობის გარდაცვალების მიზეზად, ნარკოტიკული ნივთიერებებით შემთხვევით ზედოზირებას ასახელებენ. ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
ანგუს კლაუდი 2023 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, მსახიობს მამა გარდაეცვალა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მსახიობი მამის გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა.