ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ფრენა Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ით წარმატებით განხორციელდა. ჯეფ ბეზოსის გარდა, ხომალდის ბორტზე იმყოფებოდა მისი ძმა – მარკი, რომელიც ავიაკოსმოსური ინდუსტრიის ვეტერანია, აგრეთვე კოსმოსური ფრენების პირველი ქალი – ინსტრუქტორი, 82 წლის უოლი ფანკი და 18 წლის ჰოლანდიელი სტუდენტი ოლივიე დეიმენი.
მათი ვოიაჟის უსაფრთხოდ დასრულების გარდა, წარმატებით მოხდა გამშვები რაკეტის ტეხასის უდაბნოში დაბრუნებაც.
ამ წარმატებით სათავე დაედო კოსმოსში კომერციულ ფრენებს, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კოსმოსურ ტურიზმს.