“ჰარი პოტერის” მესამედან მერვე ფილმამდე – ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორი, ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი, ირლანდიელი მსახიობი სერ მაიკლ გემბონი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის სახელით მაიკლ გემბონის წარმომადგენელმა კლერ დობსიმ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა და სიცოცხლის ბოლო წუთები მან ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.