ჰავაის კუნძულზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა.
გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ლავა დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ვულკანურმა აირებმა, შესაძლოა მოქალაქეებს სუნთქვის პრობლემები შეუქმნას.
კილაუეა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის მიმდინარე წლის იანვარსა და ივნისშიც ამოიფრქვა.











