APPLE-მა ახალი Iphone 13, შესაძლოა, სექტემბერში წარადოს

ვაშლის სახელით ცნობილმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მომხმარებლებს iPhone 13 შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში წარუდგინოს.

გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის სმარტფონების ახალ სერიაში შორის ოთხი ახალი მოდელი – iPhone 13iPhone 13 miniiPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max იქნება. ტრადიციისამებრ, ინტერნეტ სივრცეში მობილური მოწყობილობების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციამ და ვიზუალურმა მასალამ გაჟონა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, iPhone 13-სა და iPhone 13 Pro-ს LTPO ეკრანის ზომა 6,1 დუიმი იქნება. ცხადია, ორივე სმარტფონს ექნება 5G მხარდაჭერა. ახალი აიფონი წარმოდგენილი იქნება უმძლავრესი პროცესორით A15 Bionic და 3,095 mAh ტევადობის ელემენტით აღიჭურვება. მობილური მოწყობილობები, დიდი ალბათობით, მწარმოებლის მიერ ახლახან წარდგენილ ოპერაციულ სისტემაზე iOS 15 იმუშავებენ.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დაუდასტურებელი ფოტოების მიხედვით, iPhone 13-ის უკანა კორპუსზე ორი კამერა განლაგდება, iPhone 13 Pro-ს კი სამი კამერა ექნება. ყველაზე ჩაკბეჩადი ამერიკული სმარტფონების სელფის კამერა, საოცრად ლამაზი ფოტოებით თქვენს სოციალურ ქსელებს, სულ რაღაც 12-მეგაპისელიანი კამერით მოახერხებს.