არკანზასის შტატში, 7 წლის ბავშვმა 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა. ბავშვი ბრილიანტების სახელმწიფო პარკში დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა მოყავისფრო ძვირფას ქვას გადააწყდა.
პარკის ზედამხედველის თქმით, აღმოჩენილი ქვა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბრილიანტია, რაც ბოლო წლებში უნახავს. მისივე თქმით, პარკის სტუმრების მიერ აღმოჩენილ ბრილიანტებს შორის, ეს სიდიდით მეორეა და მხოლოდ 3,29 კარატიან ბრილიანტს ჩამორჩება. ვიზიტორებს მათივე ნაპოვნი ბრილიანტების დატოვება შეუძლიათ — ძვირფასი ქვა მათი საკუთრება ხდება.
პარკის სტუმრები იქ სწორედ ძვირფასი ქვების საძებნელად მიდიან და ყოველდღიურად ერთი ან ორი მათგანი პოულობს კიდეც. იმის შემდეგ, რაც ფერმერმა ამ ადგილას ბრილიანტები აღმოაჩინა, დღემდე პარკის ტერიტორიაზე 75000-ზე მეტი ძვირფასი ქვაა აღმოჩენილი.











