ზელანდიელი ლესლი ჰარისი მსოფლიოში უხუცესი მოტომრბოლელი გახდა – ის გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ჰარისმა ოკლენდში გამართულ მოტომრბოლელების ყოველწლიურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ეს მის 98-ე დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. ჰარისსთან ერთად შეჯიბრში მისი 64 წლის ვაჟი და 21 წლის შვილიშვილი მონაწილეობდნენ. ლესლიმ ფინიშის ხაზს თავისი ოჯახის წევრებზე ადრე მიაღწია,ვრცლად

ირლანდიურმა მარეგულირებელმა, TikTok-ი ბავშვების მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხზე, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა. საჩივარი ეხებოდა იმას, თუ როგორ ამუშავებდა აპლიკაცია ბავშვების მონაცემებს 2020 წელს – განსაკუთრებით, ასაკობრივი გადამოწმებისა და კონფიდენციალურობის პარამეტრებს. აღნიშნულ ჯარიმა ყველაზე დიდია, რომელიც TikTok-ს მარეგულირებლებისგან მიუღია. კომპანიის სპიკერის თქმით, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი სანქციას არ ეთანხმებიან, მათთვის განსაკუთრებით მიუღებელიავრცლად

საფრანგეთში, კომპანია Apple-ის თანამშრომლები, iPhone 15 გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაიფიცნენ. თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვენ. ამის შესახებ reuters-ი წერს. Apple Retail France-ის ოთხი პროფკავშირი, კომპანიის ყველა თანამშრომლებს მოუწოდებს, 22-23 სექტემბერს მასობრივი გაფიცვა დაიწყონ. მათი განცხადებით, “კომპანიამ თანამშრომლების სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები უგულებელყო”.ვრცლად

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Joby Aviation-ი, საჰაერო ტაქსის სერიული წარმოებისათვის ქარხანას ააშენებს. კომპანია, ქარხნის ასაშენებლად, 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ინფორმაციას REUTERS-სი ავრცელებს. დეიტონის საერთაშორისო აეროპორტში, 140 ჰექტარი ფართობი, კომპანიის პირველი მასობრივი წარმოების ადგილი იქნება. Joby Aviation-ის დამფუძნებლის ჯობენ ბევირტის განმარტებით, კომპანია აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ელექტროვრცლად

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-სი ავრცელებს. როგორც თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ საავიაციო-კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალზეც მიიწვია. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მიწვევა მიიღო. მასკმა მიმდინარე წლის მაისში, კომპანიის ახალი ქარხნის ასაშენებლად ახალივრცლად

კვების ტექნოლოგიების სტარტაპ Revo Foods-მა 3D პრინტერით დაბეჭდილი ვეგანური ორაგულის ფილე შექმნა. 3D პრინტერით დაბეჭდილი თევზის ნაწარმი გაყიდვაში 14 სექტემბრიდან ჩაეშვა, მისი ყიდვა ავსტრიის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. საკვები პროდუქტი სახელწოდებით “THE FILET — ორაგულითა შთაგონებული” და ის პირველი ვეგანური ზღვის პროდუქტია, რომელიც 3D პრინტერითაა დაბეჭდილი. Revo Foods-ის ახალი პროდუქტი ძაფისებრი სოკოსგანვრცლად

დიდ ბრიტანეთში ამერიკული ბულის ჯიშის ძაღლები აიკრძალება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, მან უკვე გასცა ბრძანება ამერიკული ბულის კონკრეტული, XL სახეობის განსაზღვრა მოხდეს, რის შემდეგაც, აღნიშნული კატეგორიის ძაღლების ამკრძალველი კანონი ამოქმედდება. სუნაკის თქმით, აღნიშნული ჯიშის ძაღლი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის არის საფრთხის შემცველი დავრცლად

პრინცესა დიანას წითელი სვიტერი, რომელზეც ცხვრები იყო გამოსახული რეკორდულ ფასად – 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. სვიტერი ნიუ-იორკში Sotheby’s-ს აუქციონზე გაიყიდა. ნივთის საწყისი ფასი, 50 000-დან 80 000 დოლარამდე მერყეობდა, თუმცა ბოლო წუთებში რეკორდულ ფასად გაიყიდა. აუქციონის ადმინისტრაციას გამარჯვებულის ვინაობა არ დაუსახელებია. პრინცესა დიანას წითელი სვიტერი, აუქციონზევრცლად

“ოსკარზე” საქართველოდან წარსადგენი ფილმი ცნობილია. ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის დაჯილდოებაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “მოქალაქე წმინდანი” შეირჩა. საკონკურსო ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. აღნიშნულმა ფილმმა, შესარჩევ კონკურსში კომისიის ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ცნობისთვის, წელს საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მიღებას 4 ქართული ფილმი ცდილობდა: 1. „გრაკლიანი გორის წარწერისვრცლად

15 სექტემბრიდან, ბულგარეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნება. გადაწყვეტილება ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, წინ ორსაათიანი დებატები უძღოდა. ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის კირილ ვატევის თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ბულგარეთის ეკონომიკისთვის სერიოზული შედეგები არ მოჰყვება. “მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად, ამ აკრძალვაზე უარის თქმა არც ისეთი სანერვიულოა, რადგანვრცლად