საფრანგეთმა IPhone 12-ის გაყიდვა აკრძალა. აკრძალვის მიზეზი, აღნიშნული მოდელის გამოსხივება გახდა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აღემატება. საფრანგეთის მარეგულირებლის ინფორმაციით, ტელეფონის გამოსხივების სტანდარტებთან შეუთავსებლობა, ტესტირებებით დასტურდება. ქვეყნის ციფრული ეკონომიკის უმცროსი მინისტრის განმარტებით, პრობლემა შესაძლოა პროგრამულმა განახლებამ მოაგვაროს. თუ კომპანია Apple-ი შესაბამის ზომებს არ მიიღებს და ხარვეზს არ აღმოფხვრის, ANFR-ი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნულვრცლად

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. როგორც ფედერაციაში განმარტავენ, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა. “ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა,ვრცლად

ნოემბერში, აუქციონზე, პაბლო პიკასოს ნახატი “ფემა-ლა-მონტრე” გაიყიდება. პორტრეტზე, პიკასოს ახალგაზრდა საყვარელი, მარი-ტერეზა ვალტერია გამოსახული. ნახატი 1932 წელსაა შესრულებული, როდესაც მხატვარი ჯერ კიდევ მოცეკვავე ოლგა ხოკლოვაზე იყო დაქორწინებული. აუქციონის სახლი იმედოვნებს, რომ ნამუშევარი 120 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდება.ვრცლად

ლოზანის შვეიცარიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა, ბაქტერია Escherichia coli შექმნა, რომელიც ელექტროენერგიას გამდინარე წყლისგან წარმოქმნის. ამის შესახებ პროფესორმა არდემის ბოღოსიანმა განაცხადა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქამდე ასეთი ეფექტური არცერთი ბაქტერია ყოფილა. “არსებობს ეგზოტიკური მიკრობები, რომლებიც ბუნებრივად გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. მიუხედავად ამისა, მათ ეს მხოლოდ კონკრეტული ქიმიკატების გამოყენებით შეუძლიათ. მათგან განსხვავებით E.ვრცლად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6282 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6282 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6238 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8211 ლარია. მაშინ, როცა დღესვრცლად

“ბიტლზის“ სოლისტის ჯონ ლენონის დაკარგული Patek Philippe-ის საათი იპოვეს. მისი ღირებულება 4.5 მილიონი დოლარია. 1980 წელს, ჯონ ლენონის მკვლელობამდე, იოკო ონომ მუსიკოსს, 40 წლის იუბილეზე, Patek Philippe-ის საათი აჩუქა. მრავალი წლის განმავლობაში, საათი დაკარგულად ითვლებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საათი აქსესუარი ჟენევაში იპოვეს. Bloomberg-ის ცნობით, საათი იტალიელმა კოლექციონერმა გერმანული აუქციონის სახლისგან შეიძინა.ვრცლად

რუსული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც 170 მგზავრი იმყოფებოდა აეროპორტის ნაცვლად, სოფლის მინდორში დაეშვა. ავარიული დაშვების მიზეზად, ჰიდრავლიკის მწყობრიდან გამოსვლა დასახელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ურალის ავიახაზების თვითმფრინავი Airbus A320, ციმბირის ოლქში ტყესთან არის გაჭედილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პილოტმა დაშვების ადგილად ღია მინდორი მას შემდეგ აირჩია, რაც ომსკთან თვითმფრინავის ჰიდრავლიკა მწყობრიდანვრცლად

“აეროსმიტის“ სოლისტს ხმის იოგები დაუზიანდა, რის გამოც ბენდს ტურნეს დროებით შეწყვეტა მოუწია. ამის შესახებ გამოცემა People-ი წერს. ბენდმა ტურნე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და სულ 3 კონცერტის ჩატარება მოასწრო. კონცერტების განახლებამდე, ჯგუფის ფანებს, რამდენიმე თვე ლოდინი მოუწევთ. “ექიმისგან მკაცრი გაფრთხილება მივიღე, მომავალი 30 დღე ვერ ვიმღერებ“, – წერს 75 წლისვრცლად

ესპანეთში, ვალენსიაში, მეცნიერებმა პალეოლითის ხანაში შექმნილ მხატვრობის ნიმუშებს გამოქვაბულში მიაკვლიეს. აღნიშნული კოლექცია 100-ზე მეტი გამოსახულებისგან შედგება, რომელთა შორისაც, სულ მცირე, 19 სხვადასხვა ცხოველია, ნამუშევრები კი დაახლოებით 24 000 წლისაა. აღმოსავლეთ ესპანეთში აქამდე პლეისტოცენის ეპოქის გამოქვაბულის მხატვრობის მხოლოდ 3 ნიმუში იყო აღმოჩენილი, რადგან უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოეთსა და პირენეების გასწვრივაა გაბნეული. Cova Dones-ისვრცლად

მეცნიერებმა გამოიკვლიეს მოწევის ზეგავლენა ორგანიზმზე, კვლევებით დადგინდა, რომ თამბაქოს მოწევა კანის ბიოფიზიკურ პარამეტრებზე ახდენს გავლენას, მათ შორის, დერმის, ეპიდერმისსა და ნასოლაბიური ნაკეცების სისქესა და სიმკვრივეზე. ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის თანახმად, თამბაქოს მოწევამ შეიძლება კანის სისქისა და სიმკვრივის ცვლილებები გამოიწვიოს, ამასთან, პოტენციურად ხელი შეუწყოს სახის ნაოჭების განვითარებას. მეცნიერებმა დეტალური კვლევა ჩაატარეს, რომელიცვრცლად