სინგაპურში, დიზაინერული სტუდია Stuck Design-ის სპეციალისტებმა შექმნეს ინოვაციური ღილაკი, რომელიც თითის შეხების გარეშე აქტიურდება. შემქმნელთა განცხადებით, Kinetic Touchless ხელის მოძრაობას სენსორის დახმარებით აფიქსირებს და ხელის მიახლოვებასთან ერთად, შიგნით იწევს სწორედ ისე, როგორც ეს დაჭერის შემთხვევაში ხდება, შემდეგ კი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ახალი ღილაკი მხოლოდ დაჭერის იმიტაციასვრცლად

რობოტი სოფიას შემქმნელი კომპანია Hanson Robotics,  2021 წლის პირველ ნახევარში ოთხი მოდელის ჰუმანოიდ რობოტს გამოუშვებს. კომპანიის თქმით, რობოტების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო სექტორით არ შემოიფარგლება. ინტერგირებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ისინი შეძლებენ იზოლაციაში მყოფი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნონ. ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია აპირებს “ათასობით” ადამიანის მსგავსი რობოტი გაყიდოს წელს. ჰენსონს სჯერა, რომ ეს პანდემიასთანვრცლად

გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მხარის ქალაქ ულმში, უსახლკარო ადამიანებისთვის ქუჩებსა და პარკებში საძილე კაფსულები დაამონტაჟეს, სადაც ისინი სიცივის, ქარისა და წვიმის დროს თავის შეფარებასა და ღამის უსაფრთხოდ გათენებას შეძლებენ. იდეის ავტორთა განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ფუტურისტული კაბინების განთავსება უფრო ადრე იგეგმებოდა, თუმცა ჩანაფიქრის დროულად განხორციელებას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი. გავრცელებული ინფორმაციიტ, “ულმისვრცლად

25 წლის გეიმერი, თომას პაპარატო (Thomas ‘ZooMaa’ Paparatto), რომელიც New York Subliners-ში თამაშობს, იძულებულია, ხელების ტრავმის გამო, თამაშს თავი დაანებოს. “გული მწყდება, რომ თავი უნდა დავანებო საქმეს, რომელშიც 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მთელ სულსა და გულს ვდებდი” – დაწერა თომასმა twitter-ზე. თომას პაპარატო (ZooMaa) 8 წლის განმავლობაში Call of Duty-სვრცლად

თანამედროვე სამყაროში, ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო იზრდება. ამჯერად, შარდის ანალიზით, ხელოვნური ინტელექტს კიბოს დიაგნოზის დასმა შეუძლია. კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KIST) მკვლევრების მიერ შექმნილ ალგორითმს, ამისთვის მხოლოდ 20 წუთი სჭირდება. შარდის 76 ნიმუშზე მუშაობისას ალგორითმმა თითქმის 100%-იანი სიზუსტე აჩვენა. საქმე იმაშია, რომ შარდში არის გარკვეული რაოდენობის “კიბოს ფაქტორები”.ვრცლად

Henry Ford Heart and Vascular Institute-ის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ იპოვეს მტკიცებულება iPhone 12-ის დამაბრკოლებელი მოქმედების შესახებ ისეთ სამედიცინო მოწყობილობაზე, როგორიცაა იმპლანტირებადი კარდიოვერტერი დეფიბრილატორი (ICD). მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დამუხტვის თავისებურებებიდან გამომდინარე, iPhone 12-ს, უკანა მხარეს აქვს მაგნიტი, რათა MagSafe-თან, ანუ დამმუხტველთან კავშირის დამყარება შეძლოს. ხოლო როცა MagSafe-ის რომელიმე აქსესუარი პაციენტის გულთანვრცლად

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ LG, შესაძლოა, 2021 წელს სმარტფონების ბაზარი დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კვან ბო სიოკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. “იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების მწარმოებელთა შორის კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება, დროა, LG-მ ვითარება ცივი გონებით შეაფასოს და ყველასთვის საუკეთესო გამოსავალზევრცლად

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა twitter-ზე დაწერა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სათავეში მოხვედრილი თანამედროვე იდეების დიდი თაყვანისმცემლის (ასევე განმხორციელებლის) თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. კლიმატის ცვილლების თემაზე მომუშავე მეცნიერებივრცლად

ტექნოლოგიების მოყვარულთათვის სერიალ Black Mirror-ის სიუჟეტებიდან კაცობრიობის მომავლის ბევრი შესაძლო ვერსიაა ცნობილი. Microsoft უკვე რეალურ ცხოვრებაშვი სვამს კითხვას – ისურვებდით თქვენს გარდაცვლილ ახლობელთან მიმოწერის საშუალება გქონდეთ? ცოტა ხნის წინ, აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ორგანიზაციამ Microsoft-ს “კონკრეტული პირების მოსაუბრე ჩეთბოტის” პატენტი დაუმტკიცა. Microsoft სწორედ “ციფრული უკვდავების” ხელმისაწვდომობას გეგმავს. თუმცა ამვრცლად

მეათე ეპიზოდში ნახავთ: როგორ გამდიდრდა ჯეფ ბეზოსი, რატომ უნდა ვიმეგობროთ ტექნოლოგიებთან. “ციფრული დაიჯესტი” არის პირველი პროექტი ქართულ ენაზე (2012 წლიდან), სადაც შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები მეცნიერების, ტექნოლოგიების, კინოს, ვიდეოთამაშების, მუსიკის და მთელი ციფრული სამყაროს შესახებ. პროექტს ამზადებს “STATUS STUDIO”-ს შემოქმედებითი ჯგუფი. 2020 წელს მეათე სეზონი სულ რამდენიმე სერიას მოიცავს. COVID-19-ის პანდემიის გამო 2020-ში “ციფრულივრცლად