ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF მიმდინარეობს
ბათუმში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) მიმდინარეობს. ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს, ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით – “ლოტო” გაიხსნა. აღნიშნულ ფილმზე მუშაობა, შემოქმედებითმა ჯგუფმა რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. ერთი კვირის განმავლობაში, კინომოყვარულებს შეუძლიათ, ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებებს დაესწრონ. BIAFF-ის ფარგლებში სეანსებს კინოთეატრი „აპოლო” და ევროპის მოედანზე მოწყობილი ღია სივრცე მასპინძლობს.ვრცლად




















