თინეიჯერების კუმირმა, 19 წლის სუპერვარსკვლავმა, ბილი აილიშმა 3 ივნისს, კომპოზიციაზე Lost Cause გადაღებული კლიპი გაავრცელა.  გაქერათმიანებული აილიში, ვიდეორგოლში თანატოლი გოგონების გარემოცვაში “პიჟამა ფართის” აწყობს. ახალ ვიდეორგოლში, ბილის ვიზუალი განსხვავებულია, ვოგის გარეკანის მსგავსად ბილი აილიში საფირმო დიდი ზომის ტომარა/ამოსს აქაც შეელია და ამის ნაცვლად, გაცილებით ინტიმური ლუქითაა წარმოდგენილი. 4 დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს,ვრცლად

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მოქანდაკე და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და სხვები. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძევრცლად

ირლანდიელმა შემსრულებელმა, შინეიდ ო’კონორმა განაცხადა, რომ 2022 წელს, თავისი მეთერთმეტე ალბომის No Veteran Dies Alone გავრცელებით, მუსიკალურ მოღვაწეობას საბოლოოდ დაასრულებს. მომღერლის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტებზე დაყრდნობით, შინეიდ ოკონორის წასვლის შესახებ ცნობას Billboard-იც ავრცელებს. 54 წლის არტისტის შეფასებით, ეს სევდიანი გადაწყვეტილება არ არის, რადგან 40-წლიანი კარიერის შემდეგ, ცხოვრებაში ახალვრცლად

90 და 00-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული ჰიპ ჰოპ არტისტი, ერლ სიმონსი, ცნობილი როგორც DMX, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას DMX-ის ოჯახმა გაავრცელა. “მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი DMX, ერლ სიმონსი, 50 წლის ასაკში ვაით ფლეინს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.ვრცლად

უკვე თვეზე მეტია, რაც  2D ანიმატორმა ცოტნე რუსიშვილმა youtube არხზე ატვირთა მოკლე ანიმაციით გაფორმებული სიმღერა, რომელიც მომენტალურად იპყრობს მსმენელის და მაყურებლის გულს. რგოლს 33 000-მდე ნახვა და უამრავი დადებითი შეფასება აქვს. თუ ამ რიცხვში თქვენ არ შედიხართ, ღირს მიემატოთ “ნინძა ბუს” მრავალათასიან აუდიტორიას. “მე და ჩემ შვილებს (6 წლის დავრცლად

ვისაც დიდ ეკრანზე ანჯელინა ჯოლის ნახვა მოენატრა, მათთვის ოკეანის გაღმიდან კარგი ამბავი გვაქვს. HBO Max-მა გამოაქვეყნა ფილმ “Those Who Wish Me Dead-ის” თრეილერი. მისი რეჟისორია ტეილორი შერიდანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ანჯელინა ჯოლი, ნიკოლას ჰულტი და აიდან ჟილენი. ფილმის სიუჟეტის ცენტრშია ტყის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, ჰანა ფაბერი, რომლის როლსაც ანჯელინა ჯოლი ასრულებს. მას მკვლელებისგან 12ვრცლად

ჯგუფ “ნირვანას” ყოფილმა წევრმა და “Foo Fighters-ის” ვოკალისტმა დეივ გროლმა თავისი პირველი მემუარების, სახელად The Storyteller-ის გამოსვლის შესახებ განაცხადა. მუსიკოსი წიგნში გაიხსენებს მოვლენებს, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მასზე, მათ შორის ბავშვობისდროინდელ წარუმატებლობებზე, ოჯახურ სიტუაციებზე. საგულისხმოა, რომ მან 18 წლის ასაკში დატოვა ოჯახი. ის წიგნში ასევე ისაუბრებს სასაცილო სიტუაციებზე, რომლებიც როკ-ჯგუფებთან “ნირვანას”ვრცლად

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, რიტა ორამ მადონასთან შეხვედრა გაიხსენა. ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას რიტამ გაიხსენა, რომ წლების წინ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მადონას მიერ მაღაზიათა ქსელის Macy’s-სთვის შექმნილი სამოსის კოლექციის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობისას, პოპის დედოფალს პირადად შეხვდა. “ჩემი ცხოვრების გამორჩეული მომენტი მადონას უკავშირდება. მასთან შეხვედრა შესანიშნავი იყო, მაგრამ ძალიან უხერხული და დაუჯერებელი.ვრცლად

ნიუ იორკში კინოფესტივალზე The New Directors/New Films-ის 50-ე საიუბილეო გამოშვებაზე ქართულ ფილმს, სალომე ჯაშის “მოთვინიერება” აჩვენებენ.  ფესტივალის ორგანიზატორები თანამედოროვე ხელოვნების მუზეუმი და ლინკოლნის ცენტრის კინოსაზოგადოება არიან.  კინოჩვენებები ონლაინ ფორმატში 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით ჩატარდება.ვრცლად

გამორიცხული არ არის, No Doubt კიდევ ერთხელ შეიკრიბოს, – ამის შესახებ ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯგუფის ყოფილმა წევრმა გვენ სტეფანიმ რადიოსადგურ Apple Music-თან ინტერვიუში განაცხადა. გვენის თქმით, გამორიცხული არაფერია და წინასწარ ვერ ივარაუდებს, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ბენდმა შემოქმედებითი პაუზა 2015 წელს აიღო. “No Doubt-ის სავარაუდო შეკრება და კონცერტების გამართვა მნიშვნელოვანი საკითხიავრცლად