მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი და გაუმჯობესებული ქსენობოტები, ბაყაყის უჯრედებისგან შექმნილი პატარა ბიოლოგიური აპარატები, რომლებსაც ახლა უკვე შეუძლიათ, საკუთარი თავის ორგანიზება და ერთ სხეულად მოქმედება, ასევე საკუთარი გარემოცვის დამახსოვრება. განახლებული ქსენობოტები პირველად ტუფის და ვერმონტის უნივერსიტეტში შექმნეს, რა დროსაც გააუმჯობესეს მათი დიზაინი, გახადეს ისინი უფრო სწრაფი და სიცოცხლისუნარიანები. ამასთან, ქსენობოტებს მისცეს შესაძლებლობა კოლექტიურივრცლად

მარსის ჩრდილო პოლუსზე გიგანტური კანიონების წარმოქმნის ისტორიის შესწავლამ აჩვენა, რომ დაახლოებით 50 ათასი წლის წინ პლანეტამ კლიმატის მკვეთრი ცვლილება განიცადა. ამის შესახებ კვლევა, სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში გამოაქვეყნდა. “თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მარსის შუა ნაწილში ყინული წარმოიქმნა მისი პოლარული რეგიონების დნობის შედეგად, იმ დროს, როდესაც პლანეტის ღერძი ძლიერად იყო დახრილი. აღმოჩნდა,ვრცლად

მსოფლიოში, გულის დაავადებებით ყველაზე მეტი ადამიანი კვდება. განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მეხუთე ადამიანი ერთხელ მაინც განიცდის გულის უკმარისობას სიცოცხლის განმავლობაში. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა, თუმცა ეს პრობლემა უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, ვიდრე დონორი მოიძებნება. პაციენტებმა, შესაძლოა, წლები მოლოდინის რეჟიმში გაატარონ. ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, ფრანგულმა კომპანია Carmat-მა შექმნა “ხელოვნური გული” – მოწყობილობა,ვრცლად

ჩრდილოეთ კაროლინას მაცხოვრებლები ღამის ცაში ნანახმა უცნაურმა ნათებამ აღაშფოთა. UFO-ს თეორიის მომხრეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს უცხოპლანეტელების მზვერავი ხომალდის შესახებ, თუმცა, როგორც აღოჩნდა, უცნაური ნათება “საეჭვოდ” ემთხვევა Starlink-ის მორიგ გაშვებას დედამიწის ორბიტაზე.  Space-X-მა, Falcon 9-ის მორიგი და ამჯერად რეკორდული მე-9 გაშვებით ორბიტაზე დამატებით 60 Starlink-ის სატელიტი გაიტანა.  შეგახსენებთ, რომ Space X-ის თავკაცი,ვრცლად

NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ბაქტერიების 4 ახალი შტამი აღმოაჩინა, რომლებიც, შესაძლოა, მეცნიერებს კოსმოსური “ფერმის” გაშენებაში დაეხმაროს. 3 ბაქტერია აქამდე მეცნიერებისთვის უცნობი იყო. შესაძლოა, სწორედ ისინი გახდნენ გასაღები პრობლემისა, რომელიც კოსმოსში საკვების გაზრდას გულისხმობს.  მიკრობი აღმოაჩინეს ჰაერის ფილტრში (HEPA), რომელიც დედამიწაზე 2011 წელს დაბრუნდა. ორი ნაპოვნი იქნა სადგურის საჰაერო პანელში, ხოლო მესამევრცლად

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ, (ESA) ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით, განადგურების პირას მისული გალაქტიკის ფოტო გადაიღო.  გალაქტიკები, როგორც წესი, სპირალის ფორმისაა და თითქოს კიდურები აქვთ, თუმცა ფოტოზე დაფიქსირებულ NGC 1947-ს თითქმის სრულად აქვს დაკარგული გაზები და კოსმოსური მტვერი. სურათზე შესაძლებელია სპირალის მაგვარი მკრთალი კვალის დანახვა, თუმცა გალაქტიკას ახალი ვარსკვლავების ფორმირების შესაძლებლობა დაკარგული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალევრცლად

მეცნიერებს დედამიწაზე არსებული 6,7 მილიონი სახეობის დნმ-ის ნიმუშების ყოველი შემთხვევისთვის მთვარეზე შენახვის იდეა აქვთ.  იდეის ავტორები თვლიან, რომ დედამიწა არც თუ ისე უსაფრთხო ადგილია და აპოკალიპტური სცენარის განვითარების შემთხვევაში კაცობრიობას ხელახლა გასამრავლებლად  გეგმა სჭირდება. გეგმის შესახებ მათ The international IEEE Aerospace-ის კონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა.  ისინი ფიქრობენ, რომ მთვარეზე, ვულკანურ კრატერებში აშენებულივრცლად

კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Orbital Assembly Corporation კოსმოსში პირველ სასტუმროს განათავსებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მოგზაური სადგურის” სახელით ცნობილი კონსტრუქციის მშენებლობა დედამიწის ორბიტაზე 2025 წლიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. კოსმოსურ სასტუმროს ბორბლის ფორმა ექნება. ის საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალებს, რის შედეგადაც ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნას შეძლებს, რომელიც მთვარისვრცლად

ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში მდებარე რედბონდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჭკვიანი მატერია შექმნეს, რომელსაც ინფორმაციის შენახვა და დამუშავება ადამიანის ტვინის მსგავსად შეუძლია. შემქმნელთა განცხადებით, მათი მიღწევა “კვანტური ტვინის”, ანუ მაღალგანვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიის შემუშავებაში დიდ წვლილს შეიტანს, რომლის შემადგენელი კომპონენტებიც ისე იფუნქციონირებენ, როგორც ნეირონები და მათი დამაკავშირებელი სინაფსები.  დღეს არსებული სისტემით, ხელოვნური ინტელექტი ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და მისი ძველისგანვრცლად