რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებით იმუქრება (ისევ)
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების შესახებ “დაიმუქრა”. როსკოსმოსის ხელმძღვანელი ასე ცდილობს დაუპირისპირდეს ოკუპანტი ქვეყნისთვის, აშშ-ის, კანადის, იაპონიისა და ISS-ის პროგრამაში ჩართული ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. “ვთვლი, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და სხვა ერთობლივი პროგრამების ფარგლებში პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ უკანონო სანქციების სრულივრცლად