როგორც ჩანს, საჭესთან ყურადღებით ყოფნის აუცილებლობა მალე მოძველებულ ქცევად შემორჩება. Tesla-ს ავტომობილის მძღოლებს, მომავლის ავტომობილის მართვისას, გიგანტურ ეკრანზე თამაშების ჩართვის საშუალება ექნებათ. Tesla-ს გიგანტურ ეკრანზე თამაშების გაშვების შესახებ ინფორმაცია კი საინტერესოდ ჟღერს, თუმცა ამ ავტომობილის “ავტონომიური მართვის სისტემა” სრულად ავტონომიური ჯერ კიდევ არ არის და ექსპერტთა მოსაზრებით, ფუნქციის სახელს მომხმარებლებივრცლად

სუბარუმ საკუთარი ელექტრო ავტომობილის პირველი ვიდეოანონსი გაავრცელა. ავტომწარმოებლის მიერ წარმოდგენილი 4×4 ქროსოვერი – Solterra, იქნება Toyota bZ4X EV-ის მოდიფიცირებული ვარიანტი. ორივე ავტომობილი სუბარუსა და ტოიოტას მიერ e-TNGA-ს პლატფორმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის პირველი ნაყოფია. სუბარუს მიერ წარმოდგენილ ვიდეოში მანქანის დიზაინი ჩანს, თუმცა მთლად სრულყოფილ შთაბეჭდილებას, ამ მოკლე ვიდეორგოლით, ელექტრომობილ Solterra-ზე ვერ შეიქმნით.ვრცლად

გერმანულმა ავტოგიგანტმა Mercedes-Benz-მა ახალი ელექტრომობილის EQS შეკვეთების მიღება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მსურველებისთვის მანქანის ორი ვერსია, EQS 450+ და EQS 580 4MATIC იქნება ხელმისაწვდომი. პირველის შეძენას მსურველები დაახლოებით 100 ათას აშშ დოლარად შეძლებენ, მეორე კი თითქმის 160 ათასი აშშ დოლარი ეღირება. Mercedes EQS 450+ უკანა წამყვანი თვლებით არის აღჭურვილი. მას 245ვრცლად

გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen გეგმავს 2035 წლისთვის უარი თქვას შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე.  კომპანიის განმარტებით, შიგაწვის ძრავების წარმოების ამოღებას Volkswagen-ი 2033-35 წლებში ევროპაში, ხოლო ცოტა მოგვიანებით ამერიკულ, ჩინურ და აფრიკულ ბაზარზეც მოახდენს. Volkswagen-ის ადმინისტრაციის თქმით, 2030 წელს ევროპის მასშტაბით გაყიდული ავტომობილების 70% ელექტრომობილი იქნება.   ასევე, 2030 წლისთვის გერმანული ავტოგიგანტი ევროპაში ელექტროელემენტების მწარმოებელ 6ვრცლად

იაპონური კომპანია Fomm გეგმავს, გამოუშვას ელექტრომობილი, რომელიც როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე გადაადგილდება. ავტომობილი არამარტო დატბორილ გზებზე გადაადგილებას, არამედ მყარი ზედაპირის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ფორმის ბორბლიანი დისკების დახმარებით, წყალზე მოძრაობასა და მიმართულების შეცვლასაც შეძლებს. მცურავი მანქანის გამოშვება ფუკუშიმას მიწისძვრისა და ცუნამის ხსოვნას უკავშირდება. მანქანის ინტერიერი გათვლილია ოთხ ადამიანზე. ელექტრომობილს შეუძლია 80 კმ /ვრცლად

იტალიის არქიტექტურულმა ბიურომ Giancarlo Zema Design Group-მა (GZDG), ჩინური უპილოტო საჰაერო ხომალდების შემქმნელი კომპანიის, EHang- ის დაკვეთით, “მფრინავი ტაქსის” დასაშვები პლატფორმის პროექტი შეიმუშავა. პლატფორმების მშენებლობა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იგეგმება, სადაც მოგზაურები შეძელებენ ახალი ტიპის ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილებას. ჩინური კომპანია EHang ორ ადგილიანი საჰაერო ტაქსის მასობრივ წარმოებას უკვე წელს დაიწყებს, რისთვისაც საჭირო იქნებავრცლად

ამერიკული კომპანიის SSC North America მიერ შექმნილმა ავტომანქანამ SSC Tuatara ლას ვეგასის ახლოს მდებარე გზატკეცილზე ტესტირებისას რეკორდული შედეგი აჩვენა. ის 11-კილომეტრიან ტრასაზე ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას გამოცადეს. პირველ ჯერზე მანქანამ საათში 484.53 კილომეტრი, უკანა გზაზე კი 532.93 კილომეტრი დაფარა. შედეგად, სიჩქარის საშუალო მაჩვენებელმა 508.73 კმ/სთ შეადგინა, რითაც SSC Tuataraვრცლად

ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის PAL-V მიერ შექმნილმა მფრინავმა მანქანამ სახელწოდებით Liberty რამდენიმეთვიანი ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ევროპის გზებზე ოფიციალური სანომრე ნიშნით გადაადგილების ნებართვა მიიღო. Liberty-ის ორი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და სულ რაღაც 660 კილოგრამს იწონის. მის ავზში 100 ლიტრი ბენზინი ეტევა, რომლითაც სატრანსპორტო საშუალება ხმელეთზე მოძრაობის შემთხვევაში 1300 კილომეტრს გადის, ფრენისვრცლად

ამერიკულმა კომპანიამ General Motors ონლაინ ღონისძიებაზე მაღალი გამავლობის ელექტრომობილი წარადგინა. საწყის ეტაპზე მოდელის Edition 1 გამოშვება იგეგმება, რომლის წარმოებაც 2021 წლიდან დაიწყება. მსურველები მანქანის შეძენას 112,595 აშშ დოლარად შეძლებენ. რაც შეეხება სერიის ყველაზე ბიუჯეტურ მოდელს EV2, ის 2024 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი და 79,995 აშშ დოლარად გაიყიდება. xHummer-ის მარკის პირველვრცლად