iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში, (iOS 15.4) ორსული მამაკაცის ემოჯი გამოჩნდება. ორსული ემოჯი ახალი არ არის, რადგან ის Emojipedia-ს 2021 წლის სექტემბერის განახლების ნაწილია. თუმცა, Apple-ის ვერსია ხუთშაბათს გამოვიდა, როგორც iOS 15.4-ის ბეტა ნაწილი. სიახლე iPhone-ის ყველა მომხმარებლისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიურად სპეციფიკურივრცლად

სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა Tesla Phone წარადგინა. მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს ვიზუალური მასალაც. ადამიანები დაწვრილებით განიხილავენ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებსაც, მაგრამ ერთი პრობლემაა – საქმე იმაშია, რომ Tesla Phone უბრალოდ არ არსებობს. Tesla-ს სმარტფონი არ გამოუშვია და ილონ მასკის გეგმებში მისი შექმნა არ შედის.ვრცლად

WhatsApp-ის ახალ, ბეტა ვერსიაში, რომელიც Android 2.22.3.5.-ის არის განკუთვნილი, ხატვის ხელსაწყოები გამოჩნდება. პორტალ WABetainfo-ს ცნობით, აპლიკაციაში ჩაშენებულ ფოტო რედაქტორის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება „ფანქრების“ გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ ნახატებზე და ვიდეოებზე ახალი ფიგურების დამატებაში, ხაზის, ფერისა და ზომის შეცვლაში. ამასთან, განახლებული ვერსია, Telegram-ისა და Facebook-ის მსგავსად, ფოტოების ფრაგმენტული დაბინდვის და შეტყობინებებზე „რეაქციის“ვრცლად

Microsoft-ის ინფორმაციით, Windows 11 ხუთ ოქტომბერს გამოვა. Windows 10-ზე მომუშავე, თავსებადი მონაცემების მქონე კომპიუტერებზე, ახალი ოპერაციული სისტემა ოფიციალური განახლების სახით მივა. Windows 11-ის უფასო განახლება 5 ოქტომბრიდან ეტაპობრივად მივა მომხმარებლებთან, განახლებას პირველ რიგში ახალი მოწყობილობები მიიღებენ, ხოლო შემდეგ დღეებში Windows 11-ს უკვე ძველი პროცესორების მქონე კომპიუტერებზეც ვიხილავთ. Microsoft-ის ინფორმაციით, მათვრცლად

იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანმტა SONY -მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლის PlayStation 5 განახლებული ვერსია გამოუშვა. მისი გაყიდვა ავსტრალიაში უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გამოჩნდება გაუმჯობესებული მოდელი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების სავაჭრო პლატფორმებსა და დახლებზე. გავრცელებული ინფორმაციით, კონსოლის ახალი ვერსია 3,6 კილოგრამია და PlayStation 5-ის სტანდარტულ მოდელზე დაახლოებით 300 გრამით მსუბუქია. უცნობია,ვრცლად

ვაშლის სახელით ცნობილმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მომხმარებლებს iPhone 13 შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში წარუდგინოს. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის სმარტფონების ახალ სერიაში შორის ოთხი ახალი მოდელი – iPhone 13, iPhone 13 mini, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max იქნება. ტრადიციისამებრ, ინტერნეტ სივრცეში მობილური მოწყობილობების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციამ და ვიზუალურმა მასალამ გაჟონა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, iPhone 13-სა და iPhone 13 Pro-სვრცლად

კანადურმა კომპანია QingYing E&T LLC-მა, რომელიც მიკროსკოპების მიმართულებით მუშაობს, შექმნა მცირე ზომის ლინზა, რომელიც ნებისმიერ სმარტფონს, კამერაზე დამაგრების შემდეგ, ელექტრო მიკროსკოპად აქცევს. ციცქნა ზომის ლინზას, iMicro Q2-ს, რომელიც თითზეც კი ეტევა, გამოსახულების 800-ჯერ გადიდება შეუძლია. მაგალითად, მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ რომელიმე მწერის ხერხემლის სტრუქტურაც კი შეისწავლოთ. მისი დამაგრება ნებისმიერი ბრენდისვრცლად

მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური ავსტრალიაში აშენდება, შერჩეულია კონკრეტული ადგილიც. პროექტი, სახელად Australia–ASEAN Power Link-ი 20 მილიარდ ავსტრალიურ დოლარად არის შეფასებული და ის ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე აშენდება, ქალაქ დარვინსა და ალის-სპრინგსს შორის. 10-გიგავატიანი სადგურის მზის ფოტოელემენტები დაახლოებით 20 000 საფეხბურთო სტადიონის ზომის ტერიტორიაზე გადაიჭიმება. გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ავსტრალიიდან ძალიან, ძალიან შორსვრცლად