საფრანგეთში, კომპანია Apple-ის თანამშრომლები, iPhone 15 გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაიფიცნენ. თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვენ. ამის შესახებ reuters-ი წერს. Apple Retail France-ის ოთხი პროფკავშირი, კომპანიის ყველა თანამშრომლებს მოუწოდებს, 22-23 სექტემბერს მასობრივი გაფიცვა დაიწყონ. მათი განცხადებით, “კომპანიამ თანამშრომლების სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები უგულებელყო”.ვრცლად

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Joby Aviation-ი, საჰაერო ტაქსის სერიული წარმოებისათვის ქარხანას ააშენებს. კომპანია, ქარხნის ასაშენებლად, 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ინფორმაციას REUTERS-სი ავრცელებს. დეიტონის საერთაშორისო აეროპორტში, 140 ჰექტარი ფართობი, კომპანიის პირველი მასობრივი წარმოების ადგილი იქნება. Joby Aviation-ის დამფუძნებლის ჯობენ ბევირტის განმარტებით, კომპანია აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ელექტროვრცლად

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-სი ავრცელებს. როგორც თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ საავიაციო-კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალზეც მიიწვია. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მიწვევა მიიღო. მასკმა მიმდინარე წლის მაისში, კომპანიის ახალი ქარხნის ასაშენებლად ახალივრცლად

კვების ტექნოლოგიების სტარტაპ Revo Foods-მა 3D პრინტერით დაბეჭდილი ვეგანური ორაგულის ფილე შექმნა. 3D პრინტერით დაბეჭდილი თევზის ნაწარმი გაყიდვაში 14 სექტემბრიდან ჩაეშვა, მისი ყიდვა ავსტრიის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. საკვები პროდუქტი სახელწოდებით “THE FILET — ორაგულითა შთაგონებული” და ის პირველი ვეგანური ზღვის პროდუქტია, რომელიც 3D პრინტერითაა დაბეჭდილი. Revo Foods-ის ახალი პროდუქტი ძაფისებრი სოკოსგანვრცლად

საფრანგეთმა IPhone 12-ის გაყიდვა აკრძალა. აკრძალვის მიზეზი, აღნიშნული მოდელის გამოსხივება გახდა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აღემატება. საფრანგეთის მარეგულირებლის ინფორმაციით, ტელეფონის გამოსხივების სტანდარტებთან შეუთავსებლობა, ტესტირებებით დასტურდება. ქვეყნის ციფრული ეკონომიკის უმცროსი მინისტრის განმარტებით, პრობლემა შესაძლოა პროგრამულმა განახლებამ მოაგვაროს. თუ კომპანია Apple-ი შესაბამის ზომებს არ მიიღებს და ხარვეზს არ აღმოფხვრის, ANFR-ი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნულვრცლად

რუსული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც 170 მგზავრი იმყოფებოდა აეროპორტის ნაცვლად, სოფლის მინდორში დაეშვა. ავარიული დაშვების მიზეზად, ჰიდრავლიკის მწყობრიდან გამოსვლა დასახელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ურალის ავიახაზების თვითმფრინავი Airbus A320, ციმბირის ოლქში ტყესთან არის გაჭედილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პილოტმა დაშვების ადგილად ღია მინდორი მას შემდეგ აირჩია, რაც ომსკთან თვითმფრინავის ჰიდრავლიკა მწყობრიდანვრცლად

Apple-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე ახალი თაობის iPhone-ები წარადგინა. iPhone 15 Pro და Pro Max წინა სერიის iPhone -ებისგან ძირითადად არავიზუალური მახასიათებლით განსხვავდება. მაგალითად ახალ სერიაში გაუმჯობესებულია კამერა, გვხვდება ახალი ჩიპი A17, ტიტანის კორუსი, ტრადიციული “საილენთ” გადამრთველის ნაცვლად მოქმედებათა ღილაკი , ტრადიციული პორტი კი USB-C შესაერთებელმა ჩაანაცვლა (ისიც ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით). Proვრცლად

დღეს საღამოს, კომპანია Apple, სექტემბრის ტრადიციულ პრეზენტაციას გამართავს, – აღნიშნული პრეზენტაცია, ტექნოლოგიური სამყაროსთვის ყველაზე პოპულარული მოვლენაა. “სასწაულის მოლოდინში” – ასე ქვია წელევანდელ პრეზენტაციის ღონიოძიებას. პრეზენტაციაზე ახალ iPhone 15-ს წარადგენენ. ღონისძიება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პრეზენტაციის ყურება შესაძლებელი იქნება Apple-ის საიტზე, Apple TV -სა და Apple-ის YouTube არხზე.ვრცლად

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის 8 დღის მონიტორინგის მონაცემები, კანონპროექტის ინიციატორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ჩემი ქალაქი მკლავს” გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში, საქართველოს 4 დიდ ქალაქში სულ 218 ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. აქედან: თბილისი 110, ქუთაისი 50, ბათუმი 39 და რუსთავი 20. ცნობისთვის, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყო.ვრცლად

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა. 2001 წელს, ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” 19-მა წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მესამე ლაინერი კი პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა. მეოთხე თვითმფრინავში, მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიისვრცლად