კომპანია SpaceX Starlink-ის მომლოდინეთა სიაში მყოფ მომხმარებლებს, “გლობალური როუმინგის” მომსახურებას სთავაზობს. მომსახურების თვიური საფასური 200 აშშ დოლარი იქნება და მომხმარებლებს პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. როგორც The Verge აღნიშნავს, გაურკვეველია, როგორ შეასრულებს SpaceX დაპირებას, რომ უზრუნველყოს ინტერნეტი პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან. მიუხედავად კომპანიის თანამგზავრების რაოდენობისა, ის ჯერ კიდევ ელოდებავრცლად

სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმა საავტომობილო სფეროში ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და საკუთარი წარმოების ავტომობილებს ახალი სული ჩაჰბერა. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ მათ სრულიად უნიკალური მანქანა , “ლადა გრანდე კლასიკი” შექმნეს. მანქანის ღირებულება 13-დან 17 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუ 2022 წელს ავტომობილის მწარმოებელი კომპანიები ელექტრომობილებით, პროგრესული და ინოვაციური ფლაგმანებით იწონებდნენ თავს,ვრცლად

კომპანია Tesla, ავტოპილოტის პროგრამულ მომსახურებაში არსებული ხარვეზის გამო, 363 000 მანქანას უკან გამოიწვევს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა აღშფოთება გამოხატა იმაზე, რომ ავტოპილოტი საშუალებას იძლევა დაირღვეს სიჩქარის ლიმიტი ან ავტომობილმა გზაჯვარედინი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გადაკვეთოს. აშშ-ის მთავრობაში შეტანილი დოკუმენტის თანახმად, ტექნიკური ხარვეზის საფუძველზე, უკან გაწვევავრცლად

2035 წლიდან, ევროპაში შიდაწყვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების რეალიზება თითქმის სრულად აიკრძალება. დროებითი გამონაკლისი დაიშვება მცირე საავტომობილო საწარმოების მიერ გამოჩვებულ ავტოტრანსპორტზე (წელიწადში 1000 ავტომობილი). დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციით, ევროპის 27 ქვეყანაში შიდა წვის ძრავებით ახალი მანქანების გაყიდვის აკრძალვამდე, 2030 წელს, გამონაბოლქვის მაჩვენებელი დღევანდელზე 55%-ით ნაკლები უნდა გახდეს. კლიმატისვრცლად

ნიუ-იორკის ქუჩებში ამერიკული დიდი ზომის მანქანები უამრავი ცხენის ძალით, ხმაურიანი ძრავებით, ახლო მომავალში მხოლოდ ფილმებსა და რეპერთა კლიპებში შემორჩება. როგორც ჩანს, ბევრი აღარ დარჩა იმ დრომდე, როდესაც ნიუ-იორკის ქუჩებში ყველა მანქანა ელექტრო გახდება. აშშ-ის უდიდესი ქალაქის მერის თქმით, უმსხვილესი კომპანიები, რომელიც ავტოგაქირავების სერვისს ეწევიან, ვალდებულნი ხდებიან 2030 წლისთვის, მათი ავტოპარკივრცლად

ინსულტის გადატანის შემდეგ გადარჩენა ნამდვილი გამართლებაა, თუმცა, შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი და მტანჯველია არა მხოლოდ პაციენტისთვის, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს მზრუნველისგანაც. ამ საქმეში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ეგზოჩონჩხების როლი ფასდაუდებელ სიკეთედ შეიძლება იქცეს. Wandercraft-ის მიერ შექმნილმა ეგზოჩონჩხმა, ინსულტის დიაგნოზის მქონე პაციენტების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენების ნებართვა FDA-სგან ოფიციალურად მიიღო. ეგზოჩონჩხ Atalante-სვრცლად

სალონებსა და სახლშიც, ლაქის UV საშრობები ფრჩხილის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდა. ცნობილია, რომ ულტრაიისფერ სხივების ჭარბი ზემოქმედება კანის კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთი გამოსხივების მავნებლობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ამ დრომდე არ არსებობდა იმ მოწყობილობების მავნე ზემოქმედების კვლევა, რომელთაც სილამაზის სალონებში შილაქის და ჯელ-ლაქის გასაშრობად იყენებენ.ვრცლად

როგორც ჩანს, კროპტოვალუტა და ბირჟა არც თუ ისე საიმედო სისტემაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟა Binance კიდევ ერთხელ დაჰაკეს. კიბერძარცვით მიყენებული ზარალი ამჯერად ძალიან შთამბეჭდავია. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა 570 მილიონ დოლარამდე ღირებულების BNB ტოკენი მოიპარეს. BNB Chain-ის გუნდის თქმით, BNB Smart Chain-ის დამოუკიდებელი ვალიდატორების გაფრთხილება დროულად შეძლეს, რამაც ზარალი შეამცირავრცლად

წლევანდელი Pixel ტელეფონები ოდნავ უფრო გლუვია, თუმცა, დიდწილად გარეგნულად ისეთივეა, როგორც წინამორბედი 6 და 6 Pro. ცხადია, ცვლილებებისა და ტექნიკური გაუმჯობესებების გარეშე სიახლედ შემოსაღება Google-ს არ უკადრებია და მაინც, რას როგორია ძველით ახალი პიქსელი?! დასაფასებელია, რომ კალიფორნიული დიზაინის მქონე, ჩინეთში დამზადებული სმარტფონებისგან განსხვავებით (iPhone – designed in california assembled inვრცლად

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ახალ კანონს, რომელიც საბოლოოდ მოითხოვს ყველა მწარმოებლისგან, რომ ევროკავშირში გაყიდულ ყველა მობილურ ტელეფონს ჰქონდეს USB-C პორტი სადენიანი დამუხტვისთვის. ეს ნიშნავს, რომ Apple-ს, მოუწევს ტელეფონებიდან მისი საყვარელი Lightning კონექტორის ამოღება და USB-C-ზე გადასვლა. შეიძლება ძალიან არ უნდოდეს თუმცა სხვანაირად მისი პროდუქრი ვეღარ გაიყიდება ყველაზე მომგებიან ევროპულვრცლად