სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კომპანიები, Hyindai და Kia ნახევარ მილიონამდე ავტომობილს უკან გაიწვევს. კომპანიები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ სანამ ავტომობილების შეკეთება მოხდება, ისინი სახლიდან შორს გააჩერონ, რადგან აფეთქების დიდი ალბათობა არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოფიციალური განცხადებების თანახმად, კომპანიები უკან გაიწვევენ რამდენიმე მოდელის ავტომობილებს: 2014-2016 წლების Kia Sportage-ს, 2016-2018 წლის Kiaვრცლად

ილონ მასკის Starlink-ის გლობალური სატელიტური ინტერნეტ სისტემა სერიოზულად დაზიანდა. დაზარალდა ათეულობით თანამგზავრი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ორბიტაზე გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Verge ავრცელებს. წყაროს ცნობით, ილონ მასკმა კოსმოსური ხომალდი Falcon 9 ხუთშაბათს, 3 თებერვალს ფლორიდადან გაუშვა. კოსმოსურ ხომალდზე Starlink-ის 49 თანამგზავრი იყო. მათი გაშვება, დედამიწის დაბალ ორბიტაზე, დედამიწიდან დაახლოებითვრცლად

კომპანია Meta ევროკავშირის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა მათ ტერიტორიაზე Facebook და Instagram გაითიშოს. ამის შესახებ ინფორმაცია bloomberg-ი ავრცელებს. Meta-ს ინფორმაციით, მომხმარებელთა მონაცემების აშშ-ში დამუშავების თაობაზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. აქედან გამომდინარე, ევროპის ტერიტორიაზე მათი პლატფორმების მუშაობა საფრთხის ქვეშაა. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ევროპელი მომხმარებლების მონაცემებივრცლად

კომპანია Microsoft-ი Windows 11-ში რამდენიმე ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს. ისინი მალე ოპერაციული სისტემის სატესტო ბილდებს დაემატება და შემდეგი გამოშვების განახლებაში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციამ Twitter-ზე გაჟონა. ახალი ფუნქციის მეშვეობით, პერსონალიზაციის პარამეტრებში შესაძლებელი იქნება სტიკერების დამაგრება სადაც სხვადასხვა შეხსენებებისა და მნიშვნელობანი ინფორმაციის შენახვას შეძლებთ. ამ სტიკერების რედაქტირება, კონტექსტური მენიუს საშუალებითვრცლად

კომპანია Ford-ი, აშშ-ის, მექსიკასა და კანადის რვა ქარხანაში ავტომობილების წარმოებას შეამცირებს. კომპანიის განმარტებით, წარმოების შემცირება მიკროჩიპების დეფიციტის გამო მოხდება. მას შემდეგ რაც კომპანიამ განაცხადა, რომ მათი კვარტალური მოგება მოსალოდნელზე ნაკლები იქნებოდა, Ford-ის აქციები დაეცა. თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნა, მიკროჩიპების დეფიციტის გამო მოსალოდნელი იყო და წლის მეორევრცლად

ავტომწარმოებელი Tesla, უსაფრთხოების ღვედების დეფექტის გამო, 817 ათას ელექტრომობილს უკან გაიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Hypebeast-ი ავრცელებს. ამ კვირის დასაწყისში ტესლას ელექტრომანქანებში კიდევ ერთი სახიფათო ხარვეზი უკვე დაფიქსირდა: „მძღოლის ასისტენტის“ რეჟიმში, ნაცვლად იმისა, რომ მანქანა გზაჯვარედინებზე გაჩერებულიყო, ჯერ სვას ანელებდა, შემდეგ ისევ იწყებდა მოძრაობას და კვლავ ჩერდებოდა. ამ სისტემურ ხარვეზს უბედურივრცლად

ჩინური კომპანია Space Transportation-ი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც მოქალაქეებს სუბორბიტალური ფრენის სერვის შესთავაზებს. კომპანიას სურს შექმნას საფრენი აპარატი, რომელიც თვითმფრინავისა და მაღალსიჩქარიანი რაკეტის ჰიბრიდი იქნება. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის თვითმფრინავის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პეკინიდან ნიუ-იორკამდე მგზავრების ჩაყვანას 1 საათში შეძლებს, ამჟამად აღნიშნული გადაფრენის დრო, 12 საათზე მეტს შეადგენს. Spaceვრცლად

თებერვლის დასაწყისი მაგნიტური ქარიშხლების პერიოდია, რის გამოც ამინდზე დმოკიდებულ ადამიანებს თავის, გულისა და სხვა ორგანოების ტკივილი აწუხებთ. გარდა ამისა, მაგნიტური ქარიშხლის დროს, პრობლემები ექმნება ელექტრონულ ხელსაწყოებს. კერძოდ, მაგნიტური შტორმის დროს, ცუდად მუშაობს ინტერნეტი, GPS სისტემა, ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები. რა არის მაგნიტური ქარიშხალი? ამ ფენომენს მრავალი სახელი აქვს: მაგნიტურივრცლად

ბოლო სამი თვის განმავლობაში, Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებმა 100-ზე მეტი საჩივარი დაწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მანქანები ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უეცრად ამუხრუჭებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ეს ხარვეზი მათთვის ცნობილი იყო და პრობლემის აღმოსაფხვრელად Full Self-Drivingვრცლად

iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში, (iOS 15.4) ორსული მამაკაცის ემოჯი გამოჩნდება. ორსული ემოჯი ახალი არ არის, რადგან ის Emojipedia-ს 2021 წლის სექტემბერის განახლების ნაწილია. თუმცა, Apple-ის ვერსია ხუთშაბათს გამოვიდა, როგორც iOS 15.4-ის ბეტა ნაწილი. სიახლე iPhone-ის ყველა მომხმარებლისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიურად სპეციფიკურივრცლად