ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, რიტა ორამ მადონასთან შეხვედრა გაიხსენა. ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას რიტამ გაიხსენა, რომ წლების წინ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მადონას მიერ მაღაზიათა ქსელის Macy’s-სთვის შექმნილი სამოსის კოლექციის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობისას, პოპის დედოფალს პირადად შეხვდა. “ჩემი ცხოვრების გამორჩეული მომენტი მადონას უკავშირდება. მასთან შეხვედრა შესანიშნავი იყო, მაგრამ ძალიან უხერხული და დაუჯერებელი.ვრცლად

იაპონიაში, კიოტოს, ოსაკისა და ფუკუის უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელმაც, შესაძლოა, კონკრეტულ გენზე ზემოქმედების მეშვეობით ადამიანებში დაკარგული კბილების ხელახალ გაზრდას შეუწყოს ხელი. Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კბილების გაზრდაში, ისევე, როგორც სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის განვითარებაში უდიდეს როლს ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) Wnt-ს სახელით ცნობილი სასიგნალო მოლეკულები ასრულებენ. მათზე პირდაპირმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, ორგანიზმშივრცლად

ნიუ იორკში კინოფესტივალზე The New Directors/New Films-ის 50-ე საიუბილეო გამოშვებაზე ქართულ ფილმს, სალომე ჯაშის “მოთვინიერება” აჩვენებენ.  ფესტივალის ორგანიზატორები თანამედოროვე ხელოვნების მუზეუმი და ლინკოლნის ცენტრის კინოსაზოგადოება არიან.  კინოჩვენებები ონლაინ ფორმატში 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით ჩატარდება.ვრცლად

აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტის მოთის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მომუშავე მეცნიერის, ჯორჯ მიქალისკას განცხადებით, მის მიერ კოლეგებთან ერთად შექმნილი ხელოვნური პლაცენტა ადამიანის ნაყოფზე გამოსაცდელად მზად 5 წელიწადში იქნება. პლაცენტა ძუძუმწოვრებისა და ზოგიერთი ქორდიანი ცხოველის ორგანიზმში ორსულობის დროს ფორმირებული დროებითი წარმონაქმნია. ის ჩანასახს ჭიპლარის მეშვეობით უკავშირდება და მას საჭირო ნივთიერებებს აწვდის. დაახლოებით 12ვრცლად

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ჰაერიდან დნმ-ის ნიმუშების მოპოვებაა შესაძლებელი. ეს გამოგონება ეკოლოგებს ცხოველთა ისეთი სახეობების ადგილმდებარეობის მიკვლევაში დაეხმარება, რომელთა მიგნებაც მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მეთოდი, რომელიც გენეტიკური მასალის გარემოდან აღებას გულისხმობს, ხმელეთისა და წყლის ბინადრების შესასწავლად უკვე დიდი ხანია გამოიყენება. მეცნიერები მისივრცლად

აშშ-ის გენეტიკოსებმა ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული 13 მანამდე უცნობი იშვიათი მუტაცია აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალცჰაიმერის დაავადება გამოწვეულია ტვინის უჯრედებში პათოგენური ამილოიდის ბეტა ცილის დაგროვებით. ეს არის APP ცილის ნამსხვრევები, რაც მნიშვნელოვანია ნეირონებს შორის კავშირების წარმოსაქმნელად. რატომღაც, ზოგ ადამიანში ირღვევა APP-ის ძველი მოლეკულების დამუშავება და ცილის ფრაგმენტებისგან წარმოიქმნება ტოქსიკური თვითგამრავლებადივრცლად

NASA-ს მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის გუნდმა მარსმავალ Curiosity rover-ის მიერ გადაღებული ახალი სურათი მიიღო. მოწყობილობამ სელფი მონ-მერკუს მარსიანული გორაკის ძირას გადაიღო. სურათზე ჩანს არა მხოლოდ მარსმავალი, არამედ წითელი პლანეტის ულამაზესი პანორამაც. ფოტოები 26 მარტს არის გადაღებული. ისინი სპეციალისტებს ადგილების გეოგრაფიის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. მონ-მერკუზე Curiosity rover მცირე ხვრელები უნდა გააკეთოს, რათავრცლად

მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი და გაუმჯობესებული ქსენობოტები, ბაყაყის უჯრედებისგან შექმნილი პატარა ბიოლოგიური აპარატები, რომლებსაც ახლა უკვე შეუძლიათ, საკუთარი თავის ორგანიზება და ერთ სხეულად მოქმედება, ასევე საკუთარი გარემოცვის დამახსოვრება. განახლებული ქსენობოტები პირველად ტუფის და ვერმონტის უნივერსიტეტში შექმნეს, რა დროსაც გააუმჯობესეს მათი დიზაინი, გახადეს ისინი უფრო სწრაფი და სიცოცხლისუნარიანები. ამასთან, ქსენობოტებს მისცეს შესაძლებლობა კოლექტიურივრცლად

იაპონიაში, ტოკიოს უნივერსიტეტსა და აშშ-ის სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მორსანის სახელობის სამედიცინო კოლეჯში მომუშავე მეცნიერთა დასკვნით, კატები საკუთარი პატრონის ხმას ცნობენ, თუმცა მას ყურადღებას არ აქცევენ. ნაშრომი, რომელშიც მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დეტალურადაა აღწერილი, გამოცემაში Animal Cognition გამოქვეყნდა. სახლის პირობებში ჯამში 20 კატის ქცევა შეისწავლეს. მათ რიგრიგობით მოასმენინეს სამი უცხო ადამიანისა და პატრონის ხმისვრცლად

იაპონური კომპანია Fomm გეგმავს, გამოუშვას ელექტრომობილი, რომელიც როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე გადაადგილდება. ავტომობილი არამარტო დატბორილ გზებზე გადაადგილებას, არამედ მყარი ზედაპირის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ფორმის ბორბლიანი დისკების დახმარებით, წყალზე მოძრაობასა და მიმართულების შეცვლასაც შეძლებს. მცურავი მანქანის გამოშვება ფუკუშიმას მიწისძვრისა და ცუნამის ხსოვნას უკავშირდება. მანქანის ინტერიერი გათვლილია ოთხ ადამიანზე. ელექტრომობილს შეუძლია 80 კმ /ვრცლად