სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა Tesla Phone წარადგინა. მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს ვიზუალური მასალაც. ადამიანები დაწვრილებით განიხილავენ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებსაც, მაგრამ ერთი პრობლემაა – საქმე იმაშია, რომ Tesla Phone უბრალოდ არ არსებობს. Tesla-ს სმარტფონი არ გამოუშვია და ილონ მასკის გეგმებში მისი შექმნა არ შედის.
არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს Tesla Pi-ის დაანონსებას, გამოშვებას, ან შექმნის იდეას და არც თვითონ ილონ მასკს ჰქონია არასოდეს ეს არ არსებული გაჯეტი ხელში.
საგულისხმოა, რომ ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ეს წარსულის ტექნოლოგიაა, მომავალი კი ადამიანში ჩიპის ინტეგრაციაა. მისი კომპანია – Neuralink სწორედ ასეთი ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს.