Cardi B ახალი ალბომით „Am I the Drama?“

2025 წლის 19 სექტემბერს, ამერიკელი რეპერის, Cardi B-ს მეორე სტუდიური ალბომი “Am I the Drama?” გამოვა. სადებიუტო დისკის Invasion of Privacy-ის შემდეგ, ანუ 2018 წლიდან, უკვე 7 წელია Cardi B-ს ახალი ალბომი აღარ გამოუშვია. ცნობილია, რომ ალბომზე მუშაობა რეპ შემსრულებელმა 2019 წლიდან დაიწყო.

კოლაბორაციების სახით, ახალი ალბომი გააერთიანებს ისეთ ცნობილ სახელებს, როგორიცაა: Janet Jackson, Selena Gomez, Lizzo, Megan Thee Stallion, Kehlani, Summer Walker, Tyla და სხვები. ამ კოლაბორაციებით Cardi B ცდილობს როგორც თავის სტილის განახლებას, ასევე აუდიტორიის გაფართოებას.

სულ ალბომში შედის 23 სიმღერა; მან უკვე გამოსცა რამდენიმე სინგლები Outside და Imaginary Playerz.

Cardi B ასევე განიხილავს ალბომის მხარდამჭერ Little Miss Drama Tour-ის ჩატარებას 2026-ში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ნახეთ ალბომის თრეილერი:

ნახეთ, ახალი ალბომის სინგლის Imaginary Playerz-ის ოფიციალური მუსიკალური რგოლი: