ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები დედამიწაზეა

აშშ-ში, იუტის შტატის უდაბნოში 24 სექტემბერს, თბილისის დროით 18:52 საათზე კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ საკვლევი მასალა მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მოიპოვა. NASA-ს აქამდე მსგავსი მისია არ შეუსრულებია, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

სინჯები ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში უნდა გადაიტანო, სადაც სპეციალური შენობაა აგებული. ასტეროიდის გრუნტის შესწავლა შესაძლოა, მეცნიერებს მზის სისტემის ევოლუციისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმაროს.

ცნობისთის, ზონდმა საერთო ჯამში 6.2 მილიარდი კილომეტრი გაიარა, ბენუმდე და შემდეგ დედამიწამდე. როდესაც ის ჩვენს პლანეტას 101 000 კილომეტრ მანძილზე მოუახლოვდა, 250 გრამი ფრაგმენტებისა და მტვრის შემცველი კაფსულა გამოათავისუფლა. ატმოსფეროში შემოსვლისას, კაფსულა 43 450 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა პარაშუტის წყალობით ხმელეთამდე უსაფრთხოდ მიაღწია და ამ პროცესს, დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა.