Apple-ის ახალი ეპოქა: iPhone 17, iPhone Air და iOS 26

სექტემბერი ტრადიციულად ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვეა – სწორედ ამ დროს გვაჩვენებს Apple თავისი ახალი პროდუქტების ხაზს.

წლევანდელი პრეზენტაცია არ იყო გამონაკლისი: კომპანიის მთავარი სიურპრიზი გახდა iPhone 17 სერია და სრულიად ახალი კატეგორიის, ყველაზე თხელი სმარტფონი – iPhone Air.

iPhone 17: უფრო ძლიერი და განახლებული დიზაინი

Apple-მა წარმოგვიდგინა iPhone 17, iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max. ახალი A19 და A19 Pro პროცესორები მათ უფრო სწრაფსა და ენერგოეფექტურს ხდის. ფოტოების გადაღების მოყვარულებისთვის, ახალ მოწყობილობაში ნამდვილად სასიხარულო გაუმჯობესებაა – 48 მეგაპიქსელიანი Fusion კამერა ახლა უკვე „Center Stage“ ფუნქციით, რომელიც ვიდეოზარების განხორციელებასა და ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.

iPhone Air: ყველაზე თხელი iPhone

ყველაზე დიდი ყურადღება მაინც iPhone Air-მა მიიქცია, სმარტფონმა, რომელიც რეალურად Plus-სერიას ანაცვლებს. მისი მთავარი ხიბლი კი, მისი სისქის, უფრო სწორად რომ ვთქვათ სითხელის პარამეტრებია, ეს ყველაზე თხელი iPhone-ია, რაც კი აქამდე გვინახავს. მიუხედავად კომპაქტური დიზაინისა, მოწყობილობა საკმაოდ მძლავრია და თითქმის ისეთივე შესაძლებლობებითაა აღჭურვილი, როგორც Pro სერია.

გაჯეტების განახლება: AirPods Pro 3 და Watch Ultra 3

Apple-მა ასევე წარმოადგინა AirPods Pro 3, გაუმჯობესებული ხმის ხარისხითა და ახალი სენსორული ფუნქციებით. ყურსასმენებს ასევე დაემატა რეალურ დროში საუბრის თარგმნის ფუნქცია, რაც კომუნიკაციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გვიზრდის.

არ დარჩენილა უყურადღებოდ Apple Watch-ის ხაზიც, სადაც Ultra 3 გამოგვეცხადა, რომელიც ახლა უფრო გამძლე და სპორტული ცხოვრების სტილისთვის ზედმიწევნით ოპტიმიზებულია.

iOS 26: „Liquid Glass“ და უფრო ჭკვიანი Siri

ახალი მოწყობილობების პარალელურად გამოვიდა iOS 26, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია შესაბამის iPhone-ებზე. სისტემას ახალი „Liquid Glass“ დიზაინი აქვს – უფრო სუფთა და დინამიური ვიზუალით. გარდა ამისა, Siri და სხვა სისტემური სერვისები ხელოვნური ინტელექტით გამდიდრდა, რაც ყოველდღიურ გამოყენებას უფრო ინტელექტუალურს ხდის.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი მომხმარებელი უკვე აღნიშნავს სირთულეებსაც – მაგალითად, eSIM-ის მხარდაჭერის პრობლემები ან ბატარეის ხანგრძლივობის შემცირება ზოგიერთ მოდელზე. მაგრამ პროგრამული განახლებები როგორც წესი ასეთ პრობლემებს ასწორებს. საერთო ჯამში, iOS 26 ნამდვილად წარმოადგენს ნაბიჯს მომავლისკენ.