Meta-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი Ray-Ban Display ჭკვიანი სათვალე, ჩაშენებული დისფლეით (ეკრანით) და დამატებით ხელის ჟესტებით კონტროლის საშუალებით.
ეკრანი მოთავსებულია სათვალის ერთ ლინზაში ისე, რომ თვალს არ ფარავს და არ ხედვას არ ზღუდავს. სათვალით შეგიძლიათ ფოტოებისა და ვიდეოების დათვალიერება, შეტყობინებების ნახვა, მუსიკის მოსმენა, თარგმნა, ნავიგაციის გამოყენება და ჩანაწერების გაზიარება ისე, რომ ამისთვის არ გამოიყენოთ სმარტფონი. სათვალეს ასევე შეუძლია გამოიყენოს AI ინტეგრაციის შესაძლებლობებიც.
სათვალეს მოჰყვება Meta Neural Band, ეს არის სპეციალური სამაჯური, რომელიც აფიქსირებს კუნთების უმცირეს მოძრაობას და საშუალებას გვაძლევს, სათვალის ფუნქციების ჟესტებით მართვა იყოს ზუსტი და მარტივი.
სათვალე აშშ-ში 30 სექტემბერს გამოვა და მისი ფასი 799$ იქნება.