Nvidia-მ და Intel-მა 5 მილიარდ დოლარიანი გარიგება დადეს და ამ შეთანხმებით, ისინი აპირებენ კონკურენციაში დაწინაურებული AMD შეჭამონ.
შეთანხმების მიხედვით, Intel დაიწყებს სპეციალური x86 პროცესორების წარმოებას, რომლებიც Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემებში იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, იგეგმება ახალი ჩიპების გამოშვება პერსონალური კომპიუტერებისთვისაც, სადაც Intel-ის CPU და Nvidia-ს RTX გრაფიკული მოდული ერთიან „სუპერ-ჩიპად“ გაერთიანდება. ეს კი წესით, ნიშნავს გაცილებით სწრაფ, მოქნილ და ენერგოეფექტურ მუშაობას.
Nvidia-ს ხელმძღვანელმა Jensen Huang-მა და Intel-ის დირექტორმა Lip-Bu Tan-მა პირდაპირ მიანიშნეს, რომ ეს თანამშრომლობა AMD-ისთვის სერიოზულ გამოწვევას შექმნის.
საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში AMD წარმატებით ავითარებს CPU+GPU ერთიან გადაწყვეტილებებს და საკმაოდ დიდ წილს იკავებს როგორც სერვერების, ისე პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე.
Huang-მა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და არც რომელიმე კონკრეტულ არქიტექტურაზე გადასვლას უკავშირდება. მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი ისაა, რომ Nvidia-მ და Intel-მა გადაწყვიტეს ძალები გააერთიანონ, რათა AMD-ს მზარდი წარმატება შეაჩერონ და ბაზარზე ლიდერობა კვლავ დაიბრუნონ.