ამ ობობის შხამი უფრო მეტად ზრდის პოტენციას, ვიდრე “ვიაგრა”

მეცნიერები ბრაზილიური მოხეტიალე ობობას შხამის სამედიცინო მიზნით გამოყენებას გეგმავენ. ბრაზილიური მოხეტიალე ობობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ბანანის ობობა” (Phoneutria nigriventer), მსოფლიოში ყველაზე შხამიან ობობად ითვლება.

ობობას ნაკბენი იწვევს ბევრ უსიამოვნო და სიცოცხლისათვის საშიშ სიმპტომებს, როგორიცაა მაღალი წნევა, კრუნჩხვები, მუცლის გვრემა, გულისრევა და ა.შ. გარდა ამისა, მამაკაცებში შხამი იწვევს ხანგრძლივ და მტკივნეულ ერექციას, რამაც პენისის ნეკროზიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მეცნიერებს, ობობას შხამის შესაძლებლობების სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება და მასზე დაფუძნებული პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატის შექმნა სურთ, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო ეფექტური და უსაფრთხო იყოს, ვიდრე “ვიაგრაა”.

ბრაზილიის სანტა-კაზა-ბელო-ჰორიზონტეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა ობობას შხამის კვლევა, თითქმის 20 წლის წინ დაიწყეს. მათი მიზანია, გაარკვიონ, რატომ იწვევს შხამი ერექციას და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება პოტენციურ წამლად. როგორც გაირკვა, ეფექტს მის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი მოლეკულა იწვევს.

ცნობისთვის, ობობა 2010 წელს, მსოფლიოში ყველაზე შხამიან ობობად აღიარეს. მას ეწოდა მოხეტიალე, რადგან ის ზოგჯერ იმალება ბანანებში, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადის. ხოლო მისი სახელი “Phoneutria” ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “მკვლელი”. “ბანანის ობობა” გვხვდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში: ბრაზილიაში, ურუგვაიში, პარაგვაისა და არგენტინაში.