ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ლერი აბულაძემ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია. აღსანიშნავია, რომ აბულაძე კარიერაში მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და დღეს პირველად მოიპოვა ჩემპიონობა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა, ორი დღის წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.