წლების განმავლობაში Google ეფლს მოუწოდებდა, მესიჯებისთვის Rich Communication Services (RCS) პროტოკოლი მიეღო, რომელიც ანდროიდსა და iOS სისტემებს შორის უკეთეს კომუნიკაციასა და გაუმჯობესებულ დაშიფვრას, ასევე, უფრო მაღალი გარჩევადობის ვიზუალურ კომუნიკაციას გულისხმობს. თუმცა Apple უარს ამბობს RCS ტექნოლოგიაზე და iPhone-ისა და ანდროიდ სმარტფონების მომხმარებლები ერთმანეთს კვლავ სტანდარტული მესიჯებით უკავშირდებიან. ცხადია ამას გუგლი “მოძველებული შეტყობინებების ტექნოლოგიას” უწოდებს.

“ეფლის” თავკაცი ტიმ კუკი ამბობს, რომ თუ ვინმეს დამატებითი აპლიკაციების გარეშე, პირდაპირი მესიჯებისას, თანამედროვე კომუნიკაციის ფორმა სურს გამოიყენოს, iPhone უნდა იყიდოს და iMessage-ით დატკბეს.

iPhone-ის და “ეფლის” სხვა მოწყობილობების მომხმარებლებს მომხმარებლებისთვის iMessage ფუნქციურად იგივე შესაძლებლობებს იძლევა, რასაც გუგლის შემოთავაზებული RCS პროტოკოლი. თუმცა ამ პროტოკოლზე მიერთებას “ეფლი” არ ჩქარობს, რადგან ანდროიდსა და iOS სისტემებს შორის კავშირი არ გაამარტივოს და საკუთარი მომხმარებელი მჭიდროდ “ჩაკეტოს” საკუთარ ეკოსისტემაში.

თუ თქვენ “ეფლის” სმარტფონით სარგებლობთ, თქვენი მეგობრები, ან თანამშრომლების ნაწილი მოინდომებს ანდროიდით გამოგიგზავნოთ შეტყობინება, ვერაფერს მიიღებთ გარდა მწვანე ფონზე დაწერილი სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებისა, ხოლო iMessage-ით სარგებლობისას შეძლებთ თქვენი კომუნიკაცია მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ბევრად პროდუქტიული იყოს, რასაც მხოლოდ iPhone-იდან iPhone-ზე მოახერხებთ და ანდროიდ სისტემაზე მომუშავე სმარტფონები იგივე ხარისხით ვერ დაგეკონტაქტებიან, ვიდრე ეფლი RCS პროტოკოლს არ შეუერთდება. რასაც როგორც ვხედავთ კომპანია არ ჩქარობს და მას შემდეგ რაც “აიფონის დამტენის” ცნება USBC-ის გამო ქრება, iMessage კიდევ კარგა ხანს იქნება ეფლის მომხმარებელთა მიერ ურთიერთცნობის დისტანციური საშუალება, რათა მარტივად გაარჩიონ ანდროიდიდან მიწერეთ, თუ iPhone-დან :)))

Google-მა სარეკლამო კამპანიაც კი წარმოადგინა, რომელშიც iOS-ს RCS-ზე გასვლისკენ მოუწოდებს. ამჯერად, #GetTheMessage კამპანია, ირონიული სარეკლამო რგოლის სახით წარმოადგინა, რომელშიც ეფლის ინოვაციად iPager-ია ნაჩვენები, რაც “ეფლის” ტექნოლოგიურ “ჩამორჩენილობას” უსვამს ხაზს.

„iPager არ არის რეალური, მაგრამ პრობლემები, რომლებსაც ეფლი ქმნის ტრადიციული სმს-ის გამოყენებით, ნამდვილად არსებობს. მოდით, დავეხმაროთ Apple-ს, მოწინავე ტექნოლოგიაზე გადასვლაში,” – აცხადებენ Google-ში.