Google Map-ს მძღოლის სიკვდილში ადანაშაულებენ

აშშ-ში, კერძოდ ჩრდილოეთ კაროლინაში, კაცი საკუთარი ავტომობილით ხიდიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ გუგლის რუკამ კაცს არასწორი კოორდინატები მიაწოდა, რის შედეგადაც ის საკუთარი ჯიპით დაზიანებულ ხიდზე მოხვდა, ხიდი ჩამოინგრა და მძღოლი მდინარეში დაიხრჩო.

გარდაცვლილი კაცის ოჯახი Google-ს უჩივის და აცხადებს, რომ მონაცემების განახლების შემთხვევაში, ტრაგედია არ მოხდებოდა. მძღოლს ნავიგაციამ იმ ხიდისკენ გაუძღვა, რომელიც 9 წლის წინ ჩაინგრა და აღარ აღუდგენიათ. Google-ს ოჯახი ადანაშაულებს, რომ, კომპანიამ არაერთი მომხმარებლის მოთხოვნა უგულებელყო და რუკა ამ დროის განმავლობაში არ განუახლებიათ.

აღსანიშნავია, რომ დანგრეული ხიდისკენ მიმავალ გზაზე არ ყოფილა რაიმე ბარიერი ან ამკრძალავი ნიშანი, რომელიც მძღოლებს მიახვედრებდა, რომ ხიდზე გადასვლა არ შეიძლება.

Google-ში ამბობენ, რომ თანაუგრძნობენ პაქსონის ოჯახს და სარჩელს შეისწავლიან.

ჩრდილოეთ კაროლინის პოლიციის განცხადებით კი, ხიდის აგებაზე პასუხისმგებელი კომპანია აღარ არსებობს, ამიტომ სარჩელი ქონების მართვის რამდენიმე კერძო კომპანიაზეა მიმართული.