საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ბიძგი თბილისშიც იგრძნობოდა

საქართველოში, დაახლოებით 08:00 საათისთვის, მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი თბილისიდან 6 კმ-ში, სოფელ ნორიოდან – 2 კმ-ში მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.