აღდგება თუ არა No Doubt

გამორიცხული არ არის, No Doubt კიდევ ერთხელ შეიკრიბოს, – ამის შესახებ ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯგუფის ყოფილმა წევრმა გვენ სტეფანიმ რადიოსადგურ Apple Music-თან ინტერვიუში განაცხადა.

გვენის თქმით, გამორიცხული არაფერია და წინასწარ ვერ ივარაუდებს, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში.

ბენდმა შემოქმედებითი პაუზა 2015 წელს აიღო.

No Doubt-ის სავარაუდო შეკრება და კონცერტების გამართვა მნიშვნელოვანი საკითხია და მე ამაზე ვფიქრობ. როდესაც ახალ კომპოზიციებს წერ, გახსენდება ყველაფერი, რა გაქვს გაკეთებული მუსიკაში. ჯგუფის აქტიური მოღვაწეობის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა მე ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ხომ ხვდებით, რას ვამბობ? წინასწარ ვერ ივარაუდებ, რა მოხდება”, – განაცხადა გვენ სტეფანიმ.