გაიცანით მფრინავი “კადილაკი”

კომპანია General Motors-მა ახლახან გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე “კადილაკის” მარკის ფუტურისტული მანქანების დიზაინი წარადგინა. მათგან ერთ-ერთი სრულად ავტონომიური მართვის ფუნქციით სარგებლობს, მეორე კი ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი ელექტრომობილია.

მფრინავი “კადილაკი”, რომელიც მხოლოდ ერთ მგზავრს იტევს, 90 კილოვატი სიმძლავრის ელემენტითაა აღჭურვილი და საათში 90 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს. მისი ელექტროძრავა ენერგიას ავტომობილზე დამონტაჟებულ ოთხ როტორს აწვდის, რომლებიც მის ვერტიკალურ აფრენასა და დაშვებას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება მის დიზაინს, ის ამჟამად შექმნის პროცესში მყოფი სხვა მსგავსი მოდელების შედარებით დახვეწილი და მდიდრული ვარიანტია.

საგულისხმოა, რომ მფრინავი “კადილაკი” კომპანიის საიმიჯო ნამუშევარია. General Motors-ის წარმომადგენლებს მათი გამოშვების თარიღი ან სხვა ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს უფრო მომავლის იდეებია და არა ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქტი.