გამონაბოლქვის მონიტორინგის 8 დღის მონაცემები – დაჯარიმდა 218 მძღოლი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის 8 დღის მონიტორინგის მონაცემები, კანონპროექტის ინიციატორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ჩემი ქალაქი მკლავს” გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში, საქართველოს 4 დიდ ქალაქში სულ 218 ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. აქედან: თბილისი 110, ქუთაისი 50, ბათუმი 39 და რუსთავი 20.

ცნობისთვის, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყო. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები ვითარებას სპეციალური ხელსაწყოებით გააკონტროლებენ.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თანხა პირველ ეტაპზე სამმაგდება, შესაძლოა ჯარიმამ 600 ლარსაც კი მიაღწიოს. გაცილებით მაღალია ჯარიმა იურიდიული პირებისთვის.