გზა უკვდავებამდე|ახალი, ზე ცივილიზაცია | “ციფრული დაიჯესტი” 2020 – ეპიზოდი 4

“ციფრული დაიჯესტის” მეოთხე ეპიზოდში მოგიყვებით, არის თუ არა შესაძლებელი მომავალში ადამიანმა საკუთარი ცნობიერება გააციფრულოს და ამით შექმნას ახალი, მისი მსგავსი არსება.

ასევე, ნახავთ SAMSUNG-ის და Apple-ის ახალ სმარტფონებს, HP-ის ახალ ნოუთბუქს და გაიგებთ რა განსხვავებაა ჭკვიან და ჩვეულებრივ უნიტაზებს შორის.

“ციფრული დაიჯესტი” არის პირველი პროექტი ქართულ ენაზე (2012 წლიდან), სადაც შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები მეცნიერების, ტექნოლოგიების, კინოს, ვიდეოთამაშების, მუსიკის და მთელი ციფრული სამყაროს შესახებ.

პროექტს ამზადებს “STATUS STUDIO”-ს შემოქმედებითი ჯგუფი.

2020 წელს მეათე სეზონი სულ რამდენიმე სერიას მოიცავს. COVID-19-ის პანდემიის გამო 2020-ში “ციფრული დაიჯესტის” სულ 10 ეპიზოდი შედგა.