“ციფრული დაიჯესტი” სეზონი – 2020 – ეპიზოდი 2

“ციფრული დაიჯესტი” არის პირველი პროექტი ქართულ ენაზე (2012 წლიდან), სადაც შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები მეცნიერების, ტექნოლოგიების, კინოს, ვიდეოთამაშების, მუსიკის და მთელი ციფრული სამყაროს შესახებ.

პროექტს ამზადებს “STATUS STUDIO”-ს შემოქმედებითი ჯგუფი.

2020 წელს მეათე სეზონი სულ რამდენიმე სერიას მოიცავს. COVID-19-ის პანდემიის გამო 2020-ში “ციფრული დაიჯესტის” სულ 10 ეპიზოდი შედგა.

მეორე ეპიზოდში ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად, ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილებით, გამოქვეყნებული იყო ქართული ფილმების ლინკებიც, სადაც ქვეყანაში კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული პირველი “ლოქდაუნის” დროს, უფასოდ, ონლაინ შეიძლებოდა ახალი ქართული ფილმების ნახვა.