ციცქნა ლინზა, რომელიც სმარტფონს მიკროსკოპად აქცევს

კანადურმა კომპანია QingYing E&T LLC-მა, რომელიც მიკროსკოპების მიმართულებით მუშაობს, შექმნა მცირე ზომის ლინზა, რომელიც ნებისმიერ სმარტფონს, კამერაზე დამაგრების შემდეგ, ელექტრო მიკროსკოპად აქცევს.

ციცქნა ზომის ლინზას, iMicro Q2-ს, რომელიც თითზეც კი ეტევა, გამოსახულების 800-ჯერ გადიდება შეუძლია. მაგალითად, მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ რომელიმე მწერის ხერხემლის სტრუქტურაც კი შეისწავლოთ. მისი დამაგრება ნებისმიერი ბრენდის სმარტფონზეა შესაძლებელი.

ტექნოლოგიის შემქმნელებმა ლინზა რეალურ მიკროსკოპსაც შეადარეს. ისინი ირწმუნებიან, რომ გამოსახულებაში განსაკუთრებული განსხვავება არ შეინიშნება.