ჯენარო გატუზო “ლიონის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

იტალიელი სპეციალისტი ჯენარო გატუზო ფრანგული “ლიონის“ მთავარი მწვრთნელი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.

“ლიონმა“, ცოტა ხნის წინ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლორან ბლანი გაათავისუფლა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატზე არასახარბიელოდ იასპარეზა და პირველ ოთხ ტურში, მხოლოდ ერთი ქულა აიღო, რაც კლუბის ხელმძღვანელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

წყაროს ინფორმაციით, გატუზომ პირადი კონტრაქტის დეტალები “ლიონთან“ უკვე შეათანხმა და ოფიციალური გაცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.