Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტურია

კომპანიების Pfizer და BioNTech კანდიდატი ვაქცინა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ შეიქმნა, კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე დიდი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Pfizer ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, კვლევების 43 538 მონაწილეს შორის ინფიცირების 94 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის, ვინც ვაქცინა გაიკეთა და პლაცებო მიიღო. 

ამგვარად მეორე დოზის შეყვანიდან მე-7 დღეს კანდიდატი ვაქცინის ეფექტურობამ 90 პროცენტი შეადგინა. ვაქცინაციის მთელი ციკლი 28 დღე გრძელდება.

ამგვარად მეორე დოზის შეყვანიდან მე-7 დღეს კანდიდატი ვაქცინის ეფექტურობამ 90 პროცენტი შეადგინა. ვაქცინაციის მთელი ციკლი 28 დღე გრძელდება.

კომპანიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რამდენ ხანს გრძელდება დაცვა და ხაზს უსვამენ, რომ კვლევების გაგრძელებასთან ერთად ვაქცინის ეფექტურობის პროცენტი, შესაძლოა, შეიცვალოს.