გააჭენეთ ზღაპრული რობოტი “უნიქორნი” 🎞

როდესაც ეს რობოტი შეიქმნება და სერიულ წარმოებაში ჩაეშვება, მის გაჭენებას ზრდასრული ადამიანები ვერ შეძლებენ, რადგან ის ზომით შედარებით მოკრძალებულია.

არ თქვათ, რომ არასოდეს გიფიქრიათ თქვენი შვილებისთვის რობოტი ძაღლი გეყიდათ – მალე შეგეძლებათ ამის ნაცვლად მათ მითოლოგიური არსება შეუძინოთ.

ჩინურმა კომპანიამ ზღაპრული მარტორქა წარმოადგინა. რობოტი უნიქორნი ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი და რაც მთავარია, ბავშვებს შეუძლიათ ის გააჭენონ, ისეირნონ, ითამაშონ მასთან ერთად.

დეტალები ახალი რობოტის შესახებ Xpeng-ს არ გაუმჟღავნებია, თუმცა სავარაუდოდ მისი ფასი მინიმუმ 3000 დოლარზე მეტი იქნება.

Xpeng-ის ხელმძღვანელის განცხადებით, რობოტი უნიქორნი მათი პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება რობოტიკის სამყაროში და დაგეგმილია ამ კუთხით უფრო ფართო სპექტრის ათვისება.