Windows 11 თქვენს კომპიუტერებში 5 ოქტომბრიდან გამოჩნდება

Microsoft-ის ინფორმაციით, Windows 11 ხუთ ოქტომბერს გამოვა.

Windows 10-ზე მომუშავე, თავსებადი მონაცემების მქონე კომპიუტერებზე, ახალი ოპერაციული სისტემა ოფიციალური განახლების სახით მივა.

Windows 11-ის უფასო განახლება 5 ოქტომბრიდან ეტაპობრივად მივა მომხმარებლებთან, განახლებას პირველ რიგში ახალი მოწყობილობები მიიღებენ, ხოლო შემდეგ დღეებში Windows 11-ს უკვე ძველი პროცესორების მქონე კომპიუტერებზეც ვიხილავთ.

Microsoft-ის ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს Windows 10-ის გაშვებით მიღებული გამოცდილება და ამიტომაც გადაწყვიტეს რომ ახალი ოპერაციული სისტემა ეტაპობრივად მიაწოდონ მომხმარებლებს.

ახალ ოპერაციულ სისტემას ყველა მოწყობილობა 2022 წლის შუა პერიოდამდე მიიღებს.