გაიცანით გვენ სტეფანი ახალი ვიდეოთი ხელახლა

ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და დიზაინერმა გვენ სტეფანიმ ახალი ვიდეოკლიპი წარმოადგინა კომპოზიციაზე Let Me Reintroduce Myself. 

გვენის განახლებული იმიჯის პარალელურად ვიდეოში რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება, სადაც მომღერლის ლეგენდარული ვიდეოების პერსონაჟების სხვადასხვა ვერსიები ერთმანეთს კვეთს. გვენ სტეფანის გულშემატკივრებს და არა მხოლოდ მათ, შეუძლიათ იმოგზაურონ მისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც ვარსკვლავის საჯარო გამოსვლები საზოგადოების განხილვის საგნად დიდხანს რჩებოდა.

კლიპში მას შეხვდებით ცისფერი თმითა და ლურჯი ბიუსჰალტერით, რომელიც მომღერალს 1998 წლის MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ეცვა. ასევე, კოპლებიანი კაბით, რომლის მსგავსიც მას ვიდეოში Don’t Speak ეცვა. 

ნება მომეცით ხელახლა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი ” , – მღერის გვენ სტეფანი და საზოგადოებას, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, შთამბეჭდავად უბრუნდება.