პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი MCCARTNEY III გამოუშვა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ახალი, მე-18 სოლო ალბომი McCartney III გაავრცელა. როკის ლეგენდის ახალ ნამუშევარში, სულ 11 კომპოზიციაა შესული. მაკარტნიმ ახალ ალბომზე 2020 წლის განმავლობაში ინგლისში, საკუთარ სახლში მოწყობილ საკარანტინე სტუდიაში იმუშავა.

ახალი ალბომი ამერიკულმა ლეიბლმა Capitol Records-მა გამოუშვა. ნამუშევარი მაკკარტნის 1970 და 1980 წლებში გამოშვებული ალბომების, McCartney-სა და McCartney II-ის გაგრძელებაა. ალბომში შესულ კომპოზიციებში გამოყენებულ ყველა ინსტრუმენტზე ბითლზის ყოფილი წევრი, 18 გრემის ჯილდოს მფლობელი პოლი თავად უკრავს.