გაიცანით Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლის კონკურენტი

შვეიცარულმა კომპანია ANYbotics-მა ოთხფეხა რობოტი ANYmal შექმნა.

TechCrunch-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ  ANYmal-ი Boston Dynamics-ის რობოტის კონკურენტად განიხილება. ის შექმნილია ისეთი ადგილების გამოსაკვლევად, სადაც ადამიანის ყოფნა არასასურველია. 

ANYmal-ს შეუძლია კიბეებზე ასვლა, წყალში ცურვა და ისეთ გარემოში გადაადგილება, სადაც ბორბლიანი მანქანები, ან ადამიანები ამას ვერ მოახერხებენ. ახალ რობოტ ძაღლს შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო ავტონომიურად და ასევე დამოუკიდებლად დაუბრუნდეს დამუხტვის ადგილს, როდესაც მისი აკუმულატორი იცლება. 

ამ ეტაპზე პროექტი საპილოტო ფაზაშია და კომპანია ჯერ მხოლოდ წინასწარ შეკვეთებს იღებს. რობოტების მიწოდება მომხმარებლებისთვის 2021 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.