რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტოვებს

2024 წელს, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფუნქციონირებას შეაჩერებს, მიზეზი ექსპლუატაციის ვადის გასვლაა. 2025 წლიდან მისიებს დაასრულებს რუსეთიც. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს.

“2025 წლიდან რუსეთი ISS-დან მისიებს გამოიხმობს და ის ამის შესახებ პარტნიორ ქვეყნებს გააფრთხილებს”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი.

მისი თქმით, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკაშირებით, რუსეთი პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.