გერმანიის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონია

გერმანიის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონია. პლანეტის პირველობის ფინალში, გერმანიამ სერბეთის ნაკრები 83:77 დაამარცხა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველი და მეორე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ფრედ, 47:47 დასრულდა.

შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი. გერმანელებმა მესამე ათწუთეული 22:10 მოიგეს.

გერმანელთა შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო იყო დენის შრიოდერი. მან 17 დან 9 ზუსტი ტყორცნა და 10 დან 8 საჯარიმო გამოიყენა. 19 ქულით დაეხმარა საკუთარ ნაკრებს ფრანც ვაგნერი, ხოლო 12 ქულა ჰქონდა იოანეს ვოიტმანს. სერბეთის რიგებში 21 ქულა დააგროვა ალექსა ავრამოვიჩმა, ხოლო 17 – ბოგდან ბოგდანოვიჩმა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეორე ტაიმში ვერცერთი ქულა მოუტანა თავის გუნდს.

გერმანიამ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავრა, გუნდმა 8 დან 8 მატჩი მოიგო.