საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ჰააგაში გამართული ტურნირი, შერეულ ჩათვლაში ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო.

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა, ფინალში მასპინძელი ნიდერლანდები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი, საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

ოქრო თენგო ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გურეშიძემ აიღეს, ლუკა ბაბუცაძე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.