გრენლანდიის მწვერვალზე ისტორიაში პირველად იწვიმა

აშშ-ის კრიოსფერულ მონაცემთა სახელმწიფო ცენტრის მეცნიერთა ცნობით, ისტორიაში პირველად, გრენლანდიის უმაღლეს წერტილზე თოვლის ნაცვლად, წვიმა მოვიდა.

სპეციალისტთა განცხადებით, წვიმა მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ზღვის დონიდან 3,216 მეტრ სიმაღლეზე უჩვეულოდ დათბა, რის გამოც წყლის წვეთები ვერ გაიყინა და მწვერვალის ზედაპირზე თხევადი სახით დაეშვა. სპეციალისტთა თქმით, გამოთვლებით, მოსული ნალექის რაოდენობამ 7 მილიარდ ტონას მიაღწია.

უკანასკნელ დეკადაში, ეს მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე ტემპერატურის გამყინავ ზღვარს მაღლა ასვლის მესამე შემთხვევაა. მსგავსმა სითბომ 14 აგვისტოს რამდენიმე საათს გასტანა, რასაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში გრენლანდიის ყინულის საფარის დნობა მოჰყვა. გამღვალი ყინულის რაოდენობამ წელიწადის ამ დროის დღიურ საშუალო მაჩვენებელს 7-ჯერ გადააჭარბა.